www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რეგისტრატორი
მომწოდებელი: ქართული ფოსტა
გამოქვეყნდა: 4 იანვარი / განცხადების ვადა: 4 თებერვალი

"ქართული ფოსტა" აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე ზუგდიდში.

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტებისათვის საფოსტო მომსახურების გაწევა;
** პროდუქტებზე/მომსახურებაზე ინფორმაციის მიწოდება და მათი საჭიროების ანალიზი და კონსულტაცია;
** კლიენტების მაღალი სტანდარტით მომსახურება;
** სამუშაო პროგრამაში რეგისტრაციის განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ნებისმიერი პროფილით;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** MS პროგრამების ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** დეტალებზე ორიენტირება;
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ მოგვაწოდოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@gepost.ge და სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "ქართული ფოსტის"-სათვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "ქართული ფოსტა"-ში შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს "ქართული ფოსტა"-სთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს "ქართულ ფოსტა"-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |