www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: არტიშოკი
გამოქვეყნდა: 4 იანვარი / განცხადების ვადა: 4 თებერვალი

კომპანიის პირველი პროექტი - კაფე "არტიშოკი", ურბანული კაფეა დიღომში, კერძო დასახლებაში.

კომპანია აცხადებს ვაკანსიებს კაფე "არტიშოკი"-ში ბარისტას პოზიციაზე.

კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლების ტრანსპორტირებას დასახლებასთან არსებული უახლოესი მეტროსადგურიდან სამუშაო ადგილამდე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი, მწვანე ალმასის კომპლექსი.
სამუშაო განაკვეთი: სრული;
ანაზღაურება: 650-700 ლარი;

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა და მის შესახებ მომხმარებლისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება და რეალიზაცია;
** მომხმარებელთან შეხვედრა და სწრაფად და ეფექტურად მომსახურება;
** შეკვეთის აღება-მომზადება, ბარზე განთავსება;
** ყავის და სხვა ცხელი და ცივი სასმელების მომზადება;
** მაცივრებსა და დახლებში არსებული პროდუქციის სისტემატური კონტროლი და საჭიროების მიხედვით მათი შევსება;
** შეკვეთების მიღება და სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის შესრულება;
** ობიექტში სისუფთავის შენარჩუნება;
** საკვების უვნებლობის სტანდარტების დაცვა.

ძირითადი მოთხოვნები:

** ქართული, ინგლისური ენების ცოდნა;
** საბაზისო დონეზე საოფისე და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარ-შესაძლებლობები:

** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა;
** გუნდურობა;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** კომპანიასთან ერთად მუდმივი განვითარებისა და ზრდის სურვილი.

პირობები:

** გთავაზობთ სწავლას, განვითარებას
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. მისამართზე: info@artichoke.ge 4 თებერვლამდე. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან. კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს " არტიშოკმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |