www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სოციალური მედიის მენეჯერი
მომწოდებელი: მადარტი
გამოქვეყნდა: 4 იანვარი / განცხადების ვადა: 1 თებერვალი

კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან მოყოლებული დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. "მადარტის" უპირატესობას კონკურენტებთან მიმართებაში განსაზღვრავს ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოება, მრავალფეროვანი ასორტიმენტი, მოქნილი და გამარტივებული მიტანისა და შეკვეთის სერვისი და მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებული მომსახურების შეთავაზება.

თუ ხარ მოტივირებული, კრეატიული, გიზიდავს სიახლეები და ტექნოლოგიური ინოვაციები, შემოუერთდი ჩვენს გუნდს და გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე სოც. მედია მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ვებგვერდისა და სოციალური მედიის მართვა და განვითარება;
** ციფრული მედია არხების (facebook, YouTube, instagram და სხვ.) განვითარების სტრატეგიის
შემუშავება, მართვა/მონიტორინგი;
** ვიზუალური მასალების (დიზაინერთან ერთად): პოსტერი, ბანერი, ვიდეო, GIF და ა.შ მომზადება, მართვა და რეპორტინგი;
** კრეატიული და საინტერესო კონტენტის მოძიება, შექმნა, განთავსება, ადმინისტრირება;
** მიმდინარე ტრენდებისა და ტექნოლოგიური სიახლეების მუდმივი მონიტორინგი და ანალიზი;
** რეკომენდაციების მომზადება თუ როგორ უნდა იყოს წარმოდგენილი და ორგანიზებული საიტზე არსებული ინფორმაცია;
** არსებული და პოტენციური მომხმარებლების ანალიზი;
** სოციალური მედია კამპანიის დაგეგმვა, რეკლამის ბიუჯეტირება და განხორციელება;
** სოციალური მედიის არხების სტატისტიკის წარმოება და რეპორტინგი;
** ციფრული მარკეტინგის ( SEO და Google Analytics) ზოგადი ცოდნა;
** შესრულებული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ანგარიშების მომზადება;
** რეგულარული ანგარიშგება ხელმძღვანელი პირის წინაშე მიღწეული პროგრესის, ცვლილებების, კლიენტთან დაკავშირებული პრობლემების და/ან სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ციფრული მარკეტინგის, PR-ს; ჟურნალისტიკის ან მონათესავე დარგის განხრით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების Adobe Photoshop, CorelDraw, Adobe Illustrator, Photoshop CS6 ცოდნა;
** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე 1 თებერვლამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე jobs@madart.ge. გთხოვთ, "subject" ველში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "მადარტმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზე.

კომპანია "მადარტი" გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |