www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საოპერაციო მენეჯერი
მომწოდებელი: მადარტი
გამოქვეყნდა: 4 იანვარი / განცხადების ვადა: 1 თებერვალი

კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან მოყოლებული დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. "მადარტის" უპირატესობას კონკურენტებთან მიმართებაში განსაზღვრავს ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოება, მრავალფეროვანი ასორტიმენტი, მოქნილი და გამარტივებული მიტანისა და შეკვეთის სერვისი და მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებული მომსახურების შეთავაზება.

კომპანია "მადარტი" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე; 09:00-18:00
ანაზღაურება: 1800-2500 ლარი (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიაში არსებულ სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინირებული მუშაობა;
** მიმდინარე სამუშაო პროცესების შესახებ სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისგან რეპორტების გამოთხოვა და ანალიზი;
** ფინანსური ანალიზი და ბიუჯეტირება კომპეტენციის ფარგლებში;
** წარმოებისა და ლოჯისტიკის სამუშაო პროცესებში აქტიური ჩართულობა;
** ადმინისტრაციული დირექტორისთვის, სხვადასხვა ტიპის სტრატეგიული გეგმების შეთავაზება;
** მოთანამშრომლე კომპანიებთან შეხვედრების დაგეგმვა და აქტიური ჩართულობა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან ფინანსების მიმართულებით;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე 1 თებერვლამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე jobs@madart.ge.

კომპანია "მადარტი" გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |