www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: ელიტ ელექტრონიქსი
გამოქვეყნდა: 4 იანვარი / განცხადების ვადა: 4 თებერვალი

სს "ელიტ ელექტრონიქსი", საყოფაცხოვრებო ელექტრო ტექნიკის ყველაზე დიდი ქსელი საქართველოში, დაარსდა 1996 წელს. დღესდღეობით კომპანია საქართველოს მასშტაბით "ელიტ ელექტრონიქსის" 18 მაღაზიას მოიცავს.

სს "ელიტ ელექტრონიქსი" მომხმარებელს სთავაზობს საუკეთესო ფასებს, ფართო და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს, მომსახურების მაღალ დონესა და ინდივიდუალურ მიდგომას თითოეულ მომხმარებელთან. კომპანია წარმოადგენს მსოფლიოში უმსხვილესი ბრენდის ექსკლუზიურ წარმომადგენლობას საქართველოში (Bosch, Gorenje).

სს "ელიტ ელექტრონიქსის" ერთ-ერთი პრიორიტეტია საკადრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევას და შემდგომში მათ პროფესიულ ზრდას და განვითარებას.

პოზიციის დასახელება: კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი

ადგილმდებარეობა: სათაო ოფისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები:

** მაღაზიებში მარაგების ეფექტური გადანაწილების კონტროლი და დაგეგმვა
** პროგრამაში პროდუქციისთვის ფასის მინიჭება და შესაბამისი ფასთა ცვლილების ასახვა
** პროგრამული უზრუნველყოფა დაგეგმილი მარკეტინგული აქტივობების ფარგლებში სხვადასხვა ტიპის შეთავაზებებზე
** მაღაზიებისათვის, დილერებისათვის და კორპორატიული კლიენტებისათვის სპეციალური შეთავაზების მომზადება
** მომწოდებლებთან ურთიერთობა მიმდინარე საკითხების თაობაზე
** კვარტალური და თვიური შეკვეთების და ფროდაქშენების დაგეგმვა და ანალიზი
** გაყიდვების და მარაგების რეპორტების მომზადება
** ლოჯისტიკის განყოფილებისათვის განბაჟებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მიწოდება/გაშიფვრა
** ახალი და ინოვაციური პროდუქტების მოძიება და შესწავლა
** კონკურენტი კომპანიების მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის მართვის ან ეკონომიკის მიმართულებით
** ინგლისური ენის ცოდნა (B2)
** რუსული ენის ცოდნა (B2)
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** დაგეგმვა და ორგანიზება
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** ანალიტიკური აზროვნება
** დეტალებზე ორიენტირებული
** მიზანმიმართულობა და შედეგებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: jobsho@ee.ge და გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.

შერჩევის ფორმა: ტესტირება, გასაუბრება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაითვალისწინეთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |