www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დიასახლისი/დამლაგებელი
მომწოდებელი: არტიშოკი
გამოქვეყნდა: 4 იანვარი / განცხადების ვადა: 4 თებერვალი

კომპანიის პირველი პროექტი - კაფე "არტიშოკი", ურბანული კაფეა დიღომში.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის/დამლაგებელის პოზიციაზე.

კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლების ტრანსპორტირებას დასახლებასთან არსებული უახლოესი მეტროსადგურიდან სამუშაო ადგილამდე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი, მწვანე ალმასის კომპლექსი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: 600 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:

** სისუფთავისა და ჰიგიენის რეგულარული კონტროლი;
** საოფისე/საწარმოო/სასაწყობე ინვენტარისა და პროდუქტების წმენდა და დასუფთავება მიღებული სტანდარტების შესაბამისად და განთავსება;
** საჭიროებიდან გამომდინარე უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნა: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

საჭირო უნარები:

** ყურადღებიანი და მობილიზებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა და ინტენსიურ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პუნქტუალურობა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. მისამართზე: info@artichoke.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

ან დაგვიკავშირდით ნომერზე +995 555 43 00 43

კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს " არტიშოკმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |