www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფიტნეს ადმინისტრატორი
მომწოდებელი: თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი
გამოქვეყნდა: 5 იანვარი / განცხადების ვადა: 5 თებერვალი

"თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი" აცხადებს ვაკანსიას ფიტნეს ადმინისტრატორის თანამდებობაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
გამოსაცდელი პერიოდი: 1 თვე
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-დან 18:00-მდე;
შაბათი: 09:00-დან 14:00-მდე
ანაზღაურება: 500 ლარი [ხელზე ასაღები]

ძირითადი მოვალეობები:

** სატელეფონო ზარებზე პასუხი;
** მომხმარებლის ოპერატიული და თავაზიანი მომსახურება;
** მომხმარებლის ინფორმირება მომსახურების ღირებულების შესახებ/ჯგუფების
საათებისა და დღეების შესახებ/
** აბონიმენტის შეძენის შემდგომ მომხმარებლის ჩაწერა სასურველ ჯგუფში საათების მიხედვით;
** მონაცემთა ბაზაში პაციენტის რეგისტრაცია;
** გაყიდვების სტიმულაცია;
** ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელების ორგანიზება მომხმარებლების მოზიდვის მიზნით;
** არსებული მომსახურების განვითარება;
** ყოველთვიური სამოქმედო გეგმის მომზადება;
** სპა დარბაზის ვიზიტორების საშვების დროული ჩართვა/გათიშვის უზრუნველყოფა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

დამატებითი უნარები:

ორგანიზებულობა და დროის მენეჯმენტი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პუნქტუალურობა, დეტალებზე ორიენტირებული, კომუნიკაბელურობა, გუნდური მუშაობის უნარი, ანალიტიკური აზროვნება, სწრაფი რეაგირების უნარი;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@balneo.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |