www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პერსონალური მენეჯერი
მომწოდებელი: თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი
გამოქვეყნდა: 5 იანვარი / განცხადების ვადა: 5 თებერვალი

"თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი" აცხადებს ვაკანსიას პერსონალური მენეჯერის თანამდებობაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: 09:00-დან 17:00-მდე [დასვენების დღეები ოთხშაბათი/შაბათი] 16:00-დან 23:00-მდე [დასვენების დღეები სამშაბათი/კვირა]
ანაზღაურება: ხელზე ასაღები 600 ლარი + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

** შემოსული მომხმარებლის მომსახურება [პირობების ზოგადი გაცნობა, სწორი გადამისამართება, პროდუქციის შეთავაზება და შეთავაზებების შესახებ კონსულტაციის გაწევა, კლიენტისთვის მაქსიმალურად სასიამოვნო გარემოს შექმნა];
** მომხმარებელთან კომუნიკაციაში აქტიური ჩართულობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მსგავსი მოვალეობების შესრულების 6 თვიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;

დამატებითი უნარები:

პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, კომუნიკაბელურობა, გუნდური მუშაობის უნარი, ანალიტიკური აზროვნება, მომსახურების უნარები.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@balneo.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება .

"თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |