www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ლოჯისტიკის მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: ლოპოტა სპა რეზორტი
გამოქვეყნდა: 5 იანვარი / განცხადების ვადა: 5 თებერვალი

"სასტუმრო ლოპოტა სპა რეზორტი" აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე სოფ. ნაფარეულში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სამზარეულოს და მთავარი საწყობის შესყიდვების მოთხოვნების დამუშავება, მომწოდებლებთან გაგზავნა და შეკვეთების ვადებში მოწოდების კონტროლი;
** სასტუმროს ტექნიკური სამსახურის და სხვადასხვა რგოლების შესყიდვების მოთხოვნების პროცესში მონაწილეობა: შესყიდვების მოთხოვნების დამუშავება-მოძიება-განფასება, შეთანხმება ფინანსურ სამსახურთან და შეთანხმებული მოთხოვნების შესრულებაზე გაგზავნა (მომწოდებლებთან, საკუთარ მომმარაგებლებთან და ტრანსპორტიორებთან);
** მომწოდებლებთან სწორი და ოპერატიული კომუნიკაცია მოთხოვნების ფარგლებში გაკეთებულ შეკვეთებზე, ასევე სასტუმროს რგოლებთან უკუკავშირის შენარჩუნება შესყიდვის პროცესში შექმნილი შეფერხებისას (ასეთის შემთხვევაში) და პრობლემის მოგვარების ალტერნატიული გზების მოძიება;
** შესყიდვების მენეჯერის მხარდაჭერა შესყიდვების პროცესში სხვადასხვა დავალებასთან დაკავშირებით (ინფორმაციის დამუშავება, ფასების შედარება და სხვ).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Excel) ცოდნა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ფოკუსირების უნარი;
** კომუნიკაციის უნარი.

სასურველია:

** ტექნიკურ და სარემონტო მასალების შესახებ ინფორმირებულობა;
** ინგლისური ენის ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ:

** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას;
** მეგობრულ და გუნდურ გარემოს;
** კვებით და ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელფოსტაზე: vacancy@lopota.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |