www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის დამხმარე პერსონალის - მტვირთავი
მომწოდებელი: სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები
გამოქვეყნდა: 5 იანვარი / განცხადების ვადა: 5 თებერვალი

კომპანია "სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები" (2016 წლიდან "ლაქტალისის" ჯგუფის წევრი - lactalis.com) ქართულ ბაზარზე 1997 წლიდან არის წარმოდგენილი და თანამედროვე დონეზე აღჭურვილი და გამართული რძის პროდუქტების პირველი მწარმოებელი კომპანია, რომელიც ითვალისწინებს მაღალი ხარისხისადმი მომხმარებლის სწრაფვას და თანამედროვე სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით ახდენს რძის პროდუქტების სწრაფ და შეუფერხებელ მიწოდებას.

"სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები" აცხადებს ვაკანსიას საწყობის დამხმარე პერსონალის - მტვირთავის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კახეთის გზატკ.
მუნიციპალური ტრანსპორტის არ არსებობის პირობებში, კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას.
განაკვეთი: სრული

მოვალეობები:

** საწყობში ნედლეულისა და დამხმარე მასალების ჩამოტვირთვა-დასაწყობებაზე;
** საამქროების მიერ საწყობიდან გამოწერილი ნედლეულისა და დამხმარე მასალების მიწოდება-მიტანაზე;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებით დამატებითი ფუნქციების შესრულება.

უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა, პუნქტუალობა, პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებისადმი ყურადღება;
** კომუნიკაბელურობა და გუნდურობა.

დამატებითი ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა და კვება (კომპანიის პროდუქცია)

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ CV ელფოსტაზე: hr@sante.ge ან დარეკოთ ნომერზე 591 12 83 61. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - საწყობის დამხმარე პერსონალის - მტვირთავი.

"სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები" გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |