www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: ოპპა
გამოქვეყნდა: 5 იანვარი / განცხადების ვადა: 5 თებერვალი

სს "ოპპა" ფინანსურ - ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით სთავაზობს მომხმარებლებს სწრაფი გადახდის სერვისებს, როგორიცაა ელექტრონული საფულე www.oppa.ge და PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალები. უახლესი ტექნოლოგიები, სისწრაფე, სიმარტივე და ხარისხი ჩვენი მთავარი ღირებულებებია. ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიის გარშემო 300-ზე მეტი თანამშრომელი ერთიანდება.

შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდთან ერთად!

სს "ოპპა" აცხადებს ვაკანსიას ტესტერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი.

პოზიციის მიზანი:

პოზიციის მიზანია უზრუნველყოს Paybox - ისა და Oppa -ს პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება. საჭიროების შესაბამისად პროდუქტების ტესტირება და ხარისხის კონტროლი, ხარვეზების აღმოჩენა და მათი აღმოფხვრისთვის შესაბამის რგოლებთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროექტების მსვლელობის მონიტორინგი;
** პროდუქტების ტესტირების დაგეგმვა და შესრულება;
** სცენარების დასახვა და განხორციელება;
** დეველოპმენტის პროცესში ფუნქციონალების ტესტირება;
** აღმოჩენილი პრობლემების აღწერა და რეპორტინგი;

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
** ტესტერად ან ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ხარისხის მონიტორინგი და მის გაუმჯობესებაზე მუშაობა;
** ტესტირებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება.

უნარები:

** ლოგიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სისხარტე;
** როგორც გუნდურად, ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

ჩვენ გთავაზობთ მეგობრულ, არაფორმალურ და კომფორტულ სამუშაო გარემოს, სადაც ყოველდღიურად შეძლებ იმუშაო ტექნოლოგიურ სიახლეებზე განვითარდე და მოახდინო საკუთარი თავისა და შესაძლებლობების სრული რეალიზაცია.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე მისამართზე career@oppa.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს.

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს "ოპპა"- მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც.

სს "ოპპას" შერჩევის პროცესი თავისუფალია ყველა სახის დისკრიმინაციისგან, ითვალისწინებს და აკმაყოფილებს პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპებს და მოქმედებს დისკრიმინაციის აკრძალვის ფარგლებში. გამოხატული დისკრიმინაციის შემთხვევაში შეგიძლია მოგვმართოთ ცხელ ხაზზე: +995 322 203 000



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |