www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საერთაშორისო უფლებების მენეჯერი
მომწოდებელი: გამომცემლობა პალიტრა L
გამოქვეყნდა: 5 იანვარი / განცხადების ვადა: 1 თებერვალი

"პალიტრა მედია ჰოლდინგი"-ს წევრი კომპანია "პალიტრა L" აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო უფლებების მენეჯერის პოზიციაზე.

გამომცემლობა პალიტრა L "პალიტრა მედია ჰოლდინგის" შვილობილი კომპანიაა, დაარსდა 2005 წელს, დღეს კი ქართულ საგამომცემლო სივრცეში ყველაზე დიდ და წარმატებულ გამომცემლობას წარმოადგენს.

პალიტრა L გამოსცემს წიგნებს ყველა ასაკისა და გემოვნების მკითხველისთვის. აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო გამოფენებსა და ფესტივალებში. თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან გამომცემლობებსა და სააგენტოებთან, როგორებიცაა: Desney, HarperCollins, Penguin Random House და სხვა.

გამომცემლობა ორიენტირებულია ხარისხსა და სიახლეებზე. ჩვენ მკითხველს ჟანრობრივად მრავალფეროვან ლიტერატურას, საკითხავის უდიდეს პალიტრას ვთავაზობთ. კლასიკურ ლიტერატურასთან ერთად, აქტიურად გამოვცემთ თანამედროვე უცხოური პროზის თარგმანებს, საბავშვო ლიტერატურას, ვცდილობთ, მაქსიმალურად ახლოს ვიყოთ ქართველ მკითხველთან, მივცეთ საშუალება, თავად ჩაერთოს წიგნის შერჩევასა და საგამომცემლო პროცესში, იკითხოს მხოლოდ საუკეთესო.

დაინტერესებული პირები, განცხადების სრული ტექსტის სანახავად და სააპლიკაციო ფორმის შესავსებად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: http://hr.palitra.ge/vacancy/0xa20c005056a2625311ec5bf97777f977

ან გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ.მისამართზე: vacancy@palitra.ge. Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 1 თებერვალი.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |