www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უმცროსი სერვისის მენეჯერი
მომწოდებელი: სასტუმრო ეპიზოდი
გამოქვეყნდა: 5 იანვარი / განცხადების ვადა: 5 თებერვალი

"Episode Tbilisi" დაფუძნებულია სასტუმრო ინდუსტრიაში მაღალტექნოლოგიური კონცეფციების დანერგვაზე, პროცესების ავტომატიზაციასა და გამარტივებაზე. იგი საქართველოში ისევე როგორც ამიერკავკასიის რეგიონში პირველი სასტუმროა, რომელიც აღჭურვილია თვითმომსახურების სარეგისტრაციო კიოსკებით, მობილურ აპლიკაციაში ინტეგრირებული ნომრის გასაღებებით, უახლესი თაობის PMS სისტემით და სხვა.

პოზიციის დასახელება: ჯუნიორ ეპვაიზერი (სერვის მენეჯერი)

განაკვეთი: სრული
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
ფიქსირებული ხელფასი: 750 ლარი

საჭირო მოთხოვნები:

** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** პოზიტიური მიდგომა;
** ტექნიკური აფინიტეტი;
** მულტიფუნქციურობა/რამდენიმე დავალებაზე ერთად კონცენტრირების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

ფუნქცია მოვალეობები:

** სტუმრების დახვედრა;
** თვითმომსახურების კიოსკზე სარეგისტრაციო პროცესის გავლაში სტუმრების დახმარება;
** კოქტეილების დამიქსვა;
** სასტუმროში განთავსებასთან დაკავშირებული სტუმრების სხვადასხვა მოთხოვნისა და საჭიროების დაკმაყოფილება;
** სტუმრებისთვის სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის მიწოდება სასტუმროს სივრცისა და ბრენდის შესახებ;
** სტუმრებისთვის ქალაქში არსებული საინტერესო ადგილების შესახებ რჩევების მიცემა;
** ბარის სივრცის სისუფთავის შენარჩუნება;
** არაა აუცილებელი სასტუმრო ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება;
** სტუდენტებს ვთავაზობთ გრაფიკის სწავლასთან შეთავსებას;
** ყველა ეპვაიზერი გაივლის ანაზღაურებად ტრენინგს.

ჩვენ გთავაზობთ:

** სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ლანჩს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ საფოსტო მისამართზე: career@episodehotels.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |