www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფინანსისტ-ანალიტიკოსი
მომწოდებელი: ჯი არ სი
გამოქვეყნდა: 5 იანვარი / განცხადების ვადა: 30 იანვარი

"ჯი არ სი" - 2003 წლიდან სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელი კომპანიაა საქართველოს სამშენებლო ბიზნეს სექტორში.

გუნდი, რომელიც საფუძვლად უდევს კომპანიის წინსვლას, შედგება კვალიფიციური და ერთგული თანამშრომლებისგან. "ჯი არ სი" ყოველთვის მზად არის მის გუნდში მიიღოს მიზანდასახული და შრომისმოყვარე პირები რომლებიც წვლილს შეიტანენ კომპანიის განვითარებაში https://grc.ge/

"ჯი არ სი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსისტ-ანალიტიკოსის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ფეიქართა 14გ
განაკვეთი: სრული.

მოვალეობები:

** დანახარჯების კონტროლი და საპროგნოზო მონაცემების დამუშავება;
** წლის და თვის ბიუჯეტების ფორმირებაში მონაწილეობის მიღება;
** პროდუქტების მომგებიანობის ანალიზი;
** წლის ეკონომიის გეგმის ფორმირებაში მონაწილეობის მიღება;
** შესაბამის დეპარტამენტებთან აქტიური თანამშრომლობა და ინფორმაციის დროულად მიღების უზრუნველყოფა.

მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი ფინანსების კუთხით;
** აუცილებელია Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსების კუთხით;
** სავალდებულოა რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** პრობლემის დროულად იდენტიფიცირების და გადაჭრის უნარი;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** სამუშაოს შესრულების სისწრაფე, სიზუსტე, ყურადღება დეტალების მიმართ;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ CV ელფოსტაზე: vacancy@grc.ge 2022 წლის 30 იანვრამდე. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "ფინანსისტ-ანალიტიკოსი" წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

"ჯი არ სი" გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |