www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: ფინემბისი ჯგუფი
გამოქვეყნდა: 5 იანვარი / განცხადების ვადა: 5 თებერვალი

შპს "ფინემბისი ჯგუფი" 2015 წლიდან წარმოადგენს ბუღალტრული მომსახურების და საკონსულტაციო კომპანიას, რომელიც დაკომპლექტებულია ახალგაზრდა პროფესიონალთა გუნდით და ემსახურება 50 მდე მცირე და საშუალო მოცულობის (SMB) კლიენტს.

კომპანია ორიენტირებულია კადრების პროფესიულ ზრდასა და განვითარებაზე, რაც აისახება ჩვენი მომსახურების ხარისხსა და სანდოობაზე.

შპს "ფინემბისი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე საკვები ობიექტებისათვის.

ძირითადი მოთხოვნები:

** ეკონომიკური/ფინანსური/მათემატიკური განათლება;
** სამუშაო გამოცდილება ბუღალტერიაში მინიმუმ 2 წელი;
** ქართული ენა - სრულყოფილად, რუსული და ინგლისური ენები სასაუბრო დონეზე;
** პროგრამების ცოდნა: MS Office მაღალ დონეზე;
** საბუღალტრო პროგრამა ORIS ცოდნა და სამუშაო გამოცდილება;
** ACCA-ს ნებისმიერი დონის სერტიფიკატი ჩაითვლება უპირატესად.

ძირითადი მოვალეობები:

** ბუღალტრული დოკუმენტაციის შედგენა;
** საბანკო ოპერაციების განხორციელება ინტერნეტ-ბანკის მეშვეობით;
** ბუღალტრული დოკუმენტაციის საბუღალტრო პროგრამაში ასახვა;
** სარესტორნო პროგრამიდან მიღებული რეესტრების შეჯერება ბუღალტრულ ინფორმაციასთან;
** სასაქონლე-მატერიალური ფასეულობების (მარაგების) ჩამოწერა საკალკულაციო ნორმების შესაბამისად;
** ელექტრონული ზედნადებების და ანგარიშ-ფაქტურების მართვა;
** საგადასახადო დეკლარაციების და ფორმების მომზადება მთავარი ბუღალტრის მიერ შესამოწმებლად;
** ფინანსური ანგარიშგებების მომზადება;
** ზემდგომი მთავარი ბუღალტრის მიერ გაცემული დავალებების შესრულება.

პიროვნული თვისებები:

** შესასრულებელი სამუშაოების ორგანიზების უნარი;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

ხელფასის ოდენობა: ხელზე გასაცემი 1000 ლარი.
სამუშაო განაკვეთი: 10 სთ-დან 18 სთ-მდე, ორშაბათი-პარასკევი, არადისტანციურად.
ჩვენი ოფისი: ქ. თბილისი ვაჟა ფშაველას 45.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ თქვენი CV/რეზიუმე ფოტოსურათით გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: info@finmbc.ge; აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |