www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სოციალური მედია მენეჯერი
მომწოდებელი: Meta Agency
გამოქვეყნდა: 5 იანვარი / განცხადების ვადა: 5 თებერვალი

"Meta Agency" არის შედეგებზე ორიენტირებული მარკეტერების გუნდი, რომელიც სრულფასოვან და მათზე მორგებულ მარკეტინგულ მომსახურებას უწევს ნებისმიერი სახის ბიზნესს. კრეატივისა და ტექნოლოგიების შერწყმის ხელოვნება კი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების განვითარებაში გვეხმარება.

ამ ეტაპზე, ჩვენს გუნდში სოციალურ მედია მენეჯერს ვეძებთ.

პოზიციის პასუხისმგებლობებში შედის:

** საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება, სტრატეგთან ერთად;
** ვიზუალური მიმართულების შემუშავება, დიზაინერის მონაწილეობით;
** სარეკლამო ბიუჯეტების განსაზღვრა, planner-თან შეთანხმებით;
** სტრატეგიის წარდგენაში მონაწილეობის მიღება;
** ყოველთვიური საკომუნიკაციო კალენდრის გაწერა და მართვა;
** კლიენტთან მჭიდრო კომუნიკაცია;
** ქოფის შედგენა;
** პოსტების რეკლამირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სოციალური მედია მენეჯერობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება. კრეატიულ სააგენტოში მუშაობის გამოცდილება პრიორიტეტულია;
** სოციალური მედია არხების: Facebook, Instagram, LinkedIn - მართვის გამოცდილება;
** FB Ads Manager-ის ძირითადი ფუნქციების ცოდნა;
** კლიენტებთან ურთიერთობის გამოცდილება;
** ქოფის შედგენის უნარები;
** გუნდური მუშაობის კულტურა.

სამუშაო საათები: 10:00-19:00

თანამშრომლობის ფარგლებში გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას
** მეტა აკადემიის კურსებს საჩუქრად
** მუდმივ განვითარებას
** საინტერესო პროექტებში ჩართულობას

გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე, პორტფოლიოსთან ერთად, მეილზე: beso@mt.ge და დაელოდე ჩვენს ზარს.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |