www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტექნიკოსი
მომწოდებელი: ლოპოტა სპა რეზორტი
გამოქვეყნდა: 5 იანვარი / განცხადების ვადა: 5 თებერვალი

"სასტუმრო ლოპოტა სპა რეზორტი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე ნაფარეულში.

ძირითადი ფუნქციები:

** უზრუნველყოფს და აკონტროლებს ტექნიკის, დანადგარებისა და მოწყობილობების გამართულ მუშაობას;
** აკონტროლებს ვენტილაციის შეუფერხებელ მუშაობას;
** უზრუნველყოფს სასტუმროს ტერიტორიაზე არსებული განათებების გამართულ მუშაობას;
** ამოწმებს სასტუმროში არსებულ ელექტრო მოწყობილობებს;
** პასუხისმგებელია ტექნიკური საშუალებების სწორ გამოყენება-ხარჯვაზე;
** პასუხისმგებელია ტექნიკური სამსახურის ინვენტარის მოვლა-პატრონობაზე;
** ნებისმიერი დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში პასუხისმგებელია მათ დროულად და ხარისხიანად შეკეთებაზე;
** ასრულებს სტუმრების მოთხოვნებს ოთახებში არსებული მცირე ტექნიკური პრობლემების აღმოფხვრაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება საინჟინრო ან სხვა ტექნიკური მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ელექტრობის სისტემების და ტექნიკური დანადგარების გარკვეული ცოდნა;
** სწავლისა და პროფესიული განვითარების სურვილი.

ჩვენ გთავაზობთ:

** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას;
** მეგობრულ და გუნდურ გარემოს;
** კვებით და ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელფოსტაზე: vacancy@lopota.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |