www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: ემტექნიკსი
გამოქვეყნდა: 5 იანვარი / განცხადების ვადა: 5 თებერვალი

კომპანია შპს "ემტექნიკსი" (მიდეა-ს და ბელჰაუსი-ს ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში) აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის თანამდებობაზე თბილისში.

ქვემოთ მოცემულია აღნიშნული პოზიციისთვის მოთხოვნილი კვალიფიკაცია, აუცილებელი პიროვნული თვისებები და თანამდებობით განსაზღვრული ძირითადი მოვალეობები:

გამოცდილება: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

მოვალეობა:

** საწყობში საქონლის და მატერიალური ფასეულობების მიღების, შენახვისა და გაცემის სამუშაოების ხელმძღვანელობა, საწყობში მათი რაციონალური განთავსება, საჭირო მასალების მოძიება და გაცემის პროცედურის გამარტივება და დაჩქარება;
** საქონლის და მატერიალური ფასეულობების მარაგების კონტროლი;
** დასაწყობებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შენახვა, მიღებისა და გაცემა-გადაადგილების-უკან დაბრუნების დოკუმენტალური გაფორმება, პროგრამაში ასახვა.
** მიღებული საქონლის რაოდენობის და სახეობების მითითებით, ინფორმაციის მიწოდება შესყიდვების სამსახურისთვის შესაბამის პროგრამაში აღსარიცხავად.
** სასაწყობო ოპერაციების აღრიცხვის სისწორის კონტროლი;
** საწყობის თანამშრომლების საქმიანობის მართვა.
** უწყისების მართვის/შევსების კონტროლი;
** საწყობის ოპერატორთან ერთად მისამართების ამოღება-დაგეგმვა-გადანაწილება;
** ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის ინფორმირება საწყობის თანამშრომლის სამსახურში არ გამოცხადების ან დაგვიანების თაობაზე.
** ადმინისტრაციული საკითხების გაცნობა საწყობის თანამშრომლებისთვის.
** სხვა დელეგირებული ვალდებულებების განხორციელება ხელმძღვანელობის მითითებით.

თვისებები:

** მენეჯერული თვისებები;
** პასუხისმგებლიანი;
** შრომისმოყვარე;
** საოფისე პროგრამების (Excel და Word) ცოდნა;
** 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** მართვის/ადაპტაციის უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირების უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე t.dolbadze@midea.ge და გთხოვთ, სათაურში (Subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ იქნება განხილული.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |