www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე-რეგისტრატორი
მომწოდებელი: თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი
გამოქვეყნდა: 5 იანვარი / განცხადების ვადა: 5 თებერვალი

"თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-რეგისტრატორის თანამდებობაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
გამოსაცდელი პერიოდი: 1 თვე
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით/16:00-დან 23:00-მდე.
ანაზღაურება: 500 ლ. [ხელზე ასაღები]

ძირითადი მოვალეობები:

** პაციენტის ოპერატიული და თავაზიანი მომსახურება
** პაციენტების ინფორმირება სამედიცინო მომსახურების ღირებულების შესახებ;
** სალარო აპარატის ჩეკის გაცემა, მომსახურების საფასურის გადახდის ქვითრის შესაბამისად;
** მონაცემთა ბაზაში პაციენტის რეგისტრაცია, რიგითი ნომრის მინიჭება, ამბულატორიული ბარათის გახსნა, ელექტრონული სამედიცინო ბარათის შევსება;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სალარო აპარატის ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

დამატებითი უნარები:

პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, კომუნიკაბელურობა, გუნდური მუშაობის უნარი, ანალიტიკური აზროვნება;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@balneo.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |