www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მარკეტინგული კვლევების მენეჯერი
მომწოდებელი: ჯი არ სი
გამოქვეყნდა: 5 იანვარი / განცხადების ვადა: 30 იანვარი

"ჯი არ სი" - 2003 წლიდან სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელი კომპანიაა საქართველოს სამშენებლო ბიზნეს სექტორში.
გუნდი, რომელიც საფუძვლად უდევს კომპანიის წინსვლას, შედგება კვალიფიციური და ერთგული თანამშრომლებისგან. "ჯი არ სი" ყოველთვის მზად არის მის გუნდში მიიღოს მიზანდასახული და შრომისმოყვარე პირები რომლებიც წვლილს შეიტანენ კომპანიის განვითარებაში https://grc.ge/

"ჯი არ სი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგული კვლევების მენეჯერის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ფეიქართა 14გ
განაკვეთი: სრული.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლის ქცევის, ბრენდის აღქმის, პროდუქტისადმი დამოკიდებულების შესწავლა, სხვადასხვა მარკეტინგული ჰიპოთეზის ტესტირება;
** სამიზნე აუდიტორიის შესასწავლად თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევითი პროექტების დამოუკიდებლად ჩატარება;
** კრეატიული კონცეფციების და მზა სარეკლამო მასალების ეფექტურობის შეფასების სისტემის აგება;
** ანალიტიკური ანგარიშების, მოხსენებების, პრეზენტაციების მომზადება და წარდგენა;
** ბაზრის და მისი პოტენციალის ანალიზი, მოთხოვნების შესწავლა;
** დაქვემდებარებულების მართვა, ფუნქცია/მოვალეობების განაწილება და დავალებების დელეგირება, დეტალური ინსტრუქტაჟი/ტრეინინგი მიცემულ დავალებაზე და მონიტორინგი მათ მიერ შესრულებულ ოპერაციებზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის, სოციოლოგიის, ფსიქოლოგიის ან სტატისტიკის მიმართულებით;
** კვლევების მიმართლებით მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების, განსაკუთრებულად Excel ის კარგად ცოდნა;
** სტატისტიკის და სტატისტიკური მონაცემთა ანალიზის მეთოდების, SPSS-ის ცოდნა:
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ:

** ბაზარზე კონკურენტულ სახელფასო და საბონუსე სისტემას;
** ტრეინინგების და განვითარების შესაძლებლობას;
** კომფორტულ და სამართლიან სამუშაო გარემოს;
** კორპორატიული ბენეფიტების პაკეტს - დაზღვევა, კორპორატიული ტელეფონი და ლიმიტი, საწვავის ლიმიტი და ავტომანქანა სამსახურეობრივი საჭიროებისთვის.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ CV ელ-ფოსტაზე: vacancy@grc.ge. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - მარკეტინგული კვლევების მენეჯერი" წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

"ჯი არ სი" გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |