www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტექნიკოს-ოპერატორი
მომწოდებელი: ჯიესენი
გამოქვეყნდა: 5 იანვარი / განცხადების ვადა: 5 თებერვალი

"ჯი ეს ენი" არის წამყვანი ქართული კომპანია, ფისკალური მოწყობილობების, ბიზნეს-სავაჭრო მოწყობილობების და პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით, ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილი 16 ფილიალით. ჩვენ ვართ ერთ -ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ტექნოლოგიური კომპანია, რომელსაც აქვს 10 წლიანი გამოცდილება ქართულ ბაზარზე.

კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს ვებგვერდს: www.gsn.ge

ჩვენთან მუშაობის უპირატესობები:

ჩვენი გუნდი იზრდება და ვეძებთ მოტივირებულ პროფესიონალს. ჩვენ გვჯერა, რომ ადამიანებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი ცვლილებების მოხდენა, ამიტომ ვაფასებთ განსხვავებულობულობას გამოცდილების და იდეების გაზიარების თვალსაზრისით. როგორც ერთ -ერთ ლიდერ კომპანიას, გვაქვს მყარი ტრადიციები და მომავლის სტრატეგიული ხედვა. თუ ეძებთ დინამიკურ, გამჭვირვალე, პროფესიულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს, თქვენთვის "ჯი ეს ენი" შეიძლება საუკეთესო არჩევანი იყოს.

"ჯი ეს ენი" ხაშურში აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოს-ოპერატორის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

არ ვითხოვთ მრავალწლიან სამუშაო გამოცდილებას, სასურველია კანდიდატს გააჩნდეს შემდეგი ცოდნა/კომპეტენციები:

** მიკრო სქემების და ელ. მოწყობილობების მაკომპლექტებლები დეტალების ცოდნა;
** სარჩილავის მოხმარების ცოდნა;
** სასურველია: პერიფერიული მოწყობილობების ინსტალაცია და გამართვის ცოდნა;
** სასურველია: დრაივერების და დამხმარე პროგრამების ინსტალაციის ცოდნა;
** კომპიუტერთან მუშაობის და სამუშაოს შესასრულებლად აუცილებელი საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Windows, MS Office, Internet, e-mail);
** სათანადო ტრენინგის გავლის შემდეგ დასაქმებულს უნდა შეეძლოს საკონტროლო სალარო აპარატის ნაწილების იდენტიფიცირება, დაზიანების დიაგნოსტირება, ნაწილების შეცვლა ახლით ან სხვა პროცედურის ჩატარებას რაც აუცილებელია საკონტროლო სალარო აპარატის გამართულად ფუნქციონირებისათვის.

სასურველია:

** ტექნიკური განათლება;
** რუსული ან ინგლისურ ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.

ჩვენ გთავაზობთ:

** მზარდ ანაზღაურებას;
** მეგობრულ და მამოტივირებელ სამუშაო გარემოს.

დაინტერესების შემთხვევაში, რეზიუმე 20 იანვრამდე გამოგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gsn.ge და ელფოსტის სათაურში მიუთითოთ სახელწოდება - ტექნიკოსი.

"ჯი ეს ენი" გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |