www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მარაგების აღრიცხვის და კონტროლის სპეციალისტი
მომწოდებელი: VIVO Medical Group
გამოქვეყნდა: 5 იანვარი / განცხადების ვადა: 31 იანვარი

"ვივო მედიქალ გრუფი" აცხადებს ვაკანსიას მარაგების აღრიცხვის და კონტროლის სპეციალისტის პოზიციაზე.

მისამართი: დიღომი, ჩაჩავას #1
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 9:00-დან 18:00-მდე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** განყოფილებების სამედიცინო და სახარჯი მასალების ხარჯების და ნაშთების კონტროლი ყოველდღიურად;
** განყოფილებების მედიკამენტებისა და სამედიცინო სახარჯი მასალების აღწერა პროგრამულ ნაშთთან მიმართებაში - დასახელების, დოზის, რაოდენობისა და ვადის მიხედვით;
** განყოფილებაში არსებული მედიკამენტის და სახარჯი მასალის ვარგისიანობის დადგენა და ვადების კონტროლი;
** გეგმური ინვენტარიზაციის განხორციელება დადგენილი ფორმით და პერიოდულობით ქსელის მასშტაბით;
** ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი ზომების მიღება ოპტიმალურ ვადებში;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - სასურველია;
** ფარმაციაში და/ან მარაგების მართვის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
** MS Excel, Outlook - საბაზისო დონეზე ცოდნა;
** 1C ბალანსში მუშაობის გამოცდილება - სასურველია;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა - სასურველია.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** კრიზისული სიტუაციების მართვის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: vacancy@vivomedical.ge და სათაურის (subject) ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 31 იანვარი.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე, კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |