www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: არქივის თანამშრომელი
მომწოდებელი: კრედო ბანკი
გამოქვეყნდა: 5 იანვარი / განცხადების ვადა: 4 თებერვალი

სს "კრედო ბანკი" აცხადებს ვაკანსიას არქივის თანამშრომლის პოზიციაზე აჭარა-გურიაში.

სამუშაო ადგილი: ქედა, ხულო, ჩოხატაური, ხელვაჩაური, ლანჩხუთი, ბათუმი, ოზურგეთი, ქობულეთი

"კრედო ბანკი" 24 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით საქართველოს მასშტაბით 75 ფილიალით არის წარმოდგენილი.

თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** სასიამოვნო, დინამიკურ და გუნდურ სამუშაო გარემოს;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას;
** პროფესიული ტრენინგები.

სამუშაო აღწერილობა:

** დოკუმენტაციის დახარისხება;
** დახარისხებული დოკუმენტაციის სისტემაში რეგისტრაცია ინსტრუქციის მიხედვით;
** სხვა ადმინისტრაციული ვალდებულებების შესრულება;

ცოდნა, კვალიფიკაცია, უნარები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: cv@credo.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება სასურველი ქალაქის მითითებით - მაგ: "არქივის თანამშრომელი ბათუმში"

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 4 თებერვალი, 2022 წ.

შენიშვნა: თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

#გახდიკრედოელი



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |