www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: აპტოსი
გამოქვეყნდა: 5 იანვარი / განცხადების ვადა: 5 თებერვალი

კომპანია "აპტოსი" წარმოადგენს ესთეტიკის დარგის ლიდერ კომპანიას, რომელიც ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე მსოფლიოს 100 ქვეყანაში. კომპანია ფლობს 4 გლობალურ ოფისს თბილისში, ბერლინში, პრაღასა და მოსკოვში. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ გვერდზე: https://aptos.global/

კომპანია "აპტოსი" ეძებს მძღოლს.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** თანამშრომლების ტრანსფერი ავტობუსით;
** სტუმრების გადაადგილება;
** პერიოდულად სტრუმრების დახვედრა აეროპორტში და მათი უსაფრთხო ტრანსფერი დანიშნულების ადგილამდე;
** წერილების, პაკეტებისა და სხვა ნებისმიერი ტიპის გზავნილების დანიშნულების ადგილას მიტანა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო განათლება;
** სავალდებულოა ავტომობილის B, C და D კატეგორიის მართვის მოწმობა;
** სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება.

ჩვენ გთავაზობთ:

** კორპორატიული ბენეფიტების პაკეტს - კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა, კორპორატიულ მობილურ ნომერს ულიმიტო სასაუბრო პაკეტით.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:30;
** სამუშაოს ადგილმდებარეობა: ორხევი, გ. ამილახვრის ქ.#15
** ანაზღაურება: 900 ლარი (ხელზე) + ბონუსი;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 5 თებერვლამდე გამოგზავნოთ პროფესიული რეზიუმე ელ.ფოსტაზე: hr@aptos.ge; ელ.ფოსტის სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება- "მძღოლი"

დავუკავშირდებით, მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს

გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "აპტოს"-ის ან შპს "აპტოს"-ის უფლებამოსილი პირის მიერ, სხვა პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. პირი, აპლიკაციის მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნის გზით, ადასტურებს და თანხმდება წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით. აპლიკანტი უფლებამოსილია მოითხოვოს მიწოდებული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშალა ან განადგურება. ამ შემთხვევაში, შპს "აპტოს", ისევე როგორც შესაბამისი უფლებამოსილი პირი, 15 დღის ვადაში გაასწორებს, განაახლებს, დაამატებს, დაბლოკავს, წაშლის, გაანადგურებს მიღებულ ინფორმაციას ან მიიღებს გადაწყვეტილებას მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ. გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან ან სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |