www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების კოორდინატორი
მომწოდებელი: მეგაპროჯექტი
გამოქვეყნდა: 5 იანვარი / განცხადების ვადა: 5 თებერვალი

საინჟინრო კომპანია "მეგაპროჯექტი" მოღვაწეობს წყალმომარაგების და წყალარინების სისტემების სფეროში. ჩვენს კომპეტენციაში შედის წყლის დამუშავების სრული ციკლი - ამოღება, მიწოდება, მომზადება, მოხმარება, მოხმარების შემდგომი გაწმენდა, რომელიც ეხება, როგორც შენობების საინჟინრო უზრუნველყოფას, ასევე ტექნოლოგიურ პროცესებს. კომპანია დინამიურად ვითარდება და მიზნად ისახავს პროექტების სწრაფ და პროფესიულ შესრულებას, ახალი ტექნოლოგიების ათვისებას და ქართულ ბაზარზე საუკეთესო დარგობრივი პრაქტიკების დამკვიდრებას.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ http://www.megaproject.ge

კომპანია "მეგაპროჯექტი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კოორდინატორის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სამიზნე აუდიტორიასთან (კლიენტები, პარტნიორები) კომუნიკაცია.
** პოტენციურ და არსებულ კლიენტებთან შეხვედრა მოლაპარაკების წარმოება;
** სატენდერო და სხვა ტიპის პროექტების დოკუმენტაციის და ხარჯთაღრიცხვის წარმოება;
** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა;
** შემოსული შეკვეთების პროექტის სახით მომზადების უზრუნველყოფა;
** მომწოდებელთან მოლაპარაკების წარმოების პროცესში ჩართულობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office) მაღალ დონეზე ფლობა;
** უცხო ენების (რუსული ან/და ინგლისური) საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** ტექნიკური ინფორმაციის ათვისების უნარი;
** პროექტების მართვის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@pragma.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს/CV-ს გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს კომპანია "მეგაპროჯექტი" -ს მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობა.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და გადავიდეს რეზერვში, სხვა რელევანტური პოზიციისთვის.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |