www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გადაწყვეტილებების მრჩეველი
მომწოდებელი: HT Solutions
გამოქვეყნდა: 5 იანვარი / განცხადების ვადა: 25 იანვარი

"HT Solutions" აცხადებს შესარჩევ კონკურსს ციფრული ტრანსფორმაციების გადაწყვეტილებების მრჩევლის პოზიციაზე.

ციფრული ტრანსფორმაციის დეპარტამენტი ძირითადად კონცენტრირდება DevOps-ზე. DevOps-ი არის მეთოდოლოგია, რომელიც IT დეპარტამენტში პროცესების ოპტიმიზაციის და ავტომატიზაციის გზით ეხმარება კომპანიას გააუმჯობესოს საკუთარი ციფრული პროდუქტების ხარისხი. DevOps-ს იყენებენ ისეთი კომპანიები, როგორიცაა Amazon, Google, Netflix, Ebay და სხვა.

ჩვენ ვართ IT სექტორის აღიარებული ლიდერი საკონსულტაციო კომპანია და კლიენტებს ციფრული ტრანსფორმაციის ჭრილში ვთავაზობთ სერვისების ფართო სპექტრს, კერძოდ ესენია:

** სისტემური ინტეგრაცია;
** ტრენინგები;
** აუდიტი;
** პროცესების დაგეგმვა/მოწყობა/ოპტიმიზაცია;
** პროაქტიული/რეაქტიული მხარდაჭერა;
** პროგრამული უზრუნველყოფის მიწოდება;

თუ თქვენ გაინტერესებთ, როგორ მართავენ მსოფლიოს ლიდერი კომპანიები IT პროცესებს, გიყვართ და გამოგდით ადამიანებთან ურთიერთობები, ეს პოზიცია თქვენთვისაა.
დამატებითი უპირატესობაა, თუ ხართ ამბიციური, დაჟინებული, დამოუკიდებელი, საკუთარ თავში დაჯერებული, შანსს არ უშვებთ, რომ კონტაქტები დაამყაროთ საჭირო ადამიანებთან, გაქვთ გამჭრიახი გონება და მისწრაფება, მიაღწიოთ განსაკუთრებულ შედეგებს.

ჩვენ ვითხოვთ ინგლისური ენის ფლობას, ხოლო IT ტექნოლოგიების ცოდნა უპირატესობად ჩაითვლება.

თქვენს მოვალეობებში იქნება:

** კლიენტი კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე მართოთ ციფრული ტრანსფორმაციის სერვისების და პროდუქტების გაყიდვების პროცესი;
** გაუწიოთ კლიენტებს კონსულტაცია, დაამუშაოთ მათი მოთხოვნები და შესთავაზოთ მათ საჭიროებაზე მორგებული გადაწყვეტილებები;
** აწარმოოთ მოლაპარაკებები კომპანიის პარტნიორებთან და მომწოდებლებთან, რომლის შედეგიც ურთიერთსასარგებლო იქნება.

რას გთავაზობთ ჩვენ?

** თქვენ მიიღებთ მრავალფეროვან შესაძლებლობებსა და უამრავ საინტერესო გამოწვევას.
** არსებული სამუშაო გარემო საშუალებას მოგცემთ მაქსიმალურად გამოავლინოთ თქვენი კრეატიულობა, გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარები.
** გამოცდილ და ინოვატორულ გუნდთან ერთად მუშაობა, საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურ რეალიზებასთან ერთად, დაგეხმარებათ პროფესიულ ზრდასა და განვითარებაში.

ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.
გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: info@hts.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |