www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: წარმოების ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ჯეპ
გამოქვეყნდა: 5 იანვარი / განცხადების ვადა: 28 იანვარი

"პალიტრა მედია ჰოლინგის" შვილობილი კომპანია - "ჯ.ე.პ." ეძებს თანამშრომელს წარმოების ხელმძღვანელის პოზიციაზე.

კომპანია "GeoPaper" წარმოადგენს ქაღალდისა და პოლიგრაფიული მასალების იმპორტიორ უმსხვილეს ორგანიზაციას, რომელიც საქართველოს ქაღალდის ბაზრის უდიდესი ნაწილი უკავია. ჩვენი ქაღალდით იბეჭდება საქართველოში ყველაზე ცნობილი წიგნები, როგორიც არის: "Top თრილერი"; "წლის ბესტსელერი"; "ახალი ქართული ლიტერატურა"; "ლურჯი ოკეანე". გარდა წიგნებისა ჩვენი ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს გაზეთების გამომცემლობებთან, რომელთა შორის აღსანიშნავია 21 წლის ისტორიის მქონე გაზეთი "კვირის პალიტრა", სწორედ ჩვენი უმაღლესი ხარისხის საგაზეთო ქაღალდზე იბეჭდება ეს მრავალწლიანი ისტორიის მქონე გაზეთი, ასევე აღსანიშნავია გაზეთი "ასავალ დასავალი", "სიტყვა და საქმე". ჩვენი პროდუქცია მოიცავს მსოფლიოში აღიარებული ქაღალდის მწარმოებლების ნუსხას: Holmen; Eska Board; Perlen; UPM; Heinzel; Toras Papel; Stora Enzo და ა.შ. სწორედ ჩვენ გვაკისრია მაღალი პასუხისმგებლობა ბეჭდური მედიის მოყვარულებთან, რადგან გვჯერა რომ ბეჭდური მედია მსოფლიოში გავრცელებული ინფორმაციის მიღების წყაროა, რომელსაც მუდმივად ეყოლება საკუთარი მოყვარულები.

დაინტერესებული პირები, განცხადების სრული ტექსტის სანახავად და სააპლიკაციო ფორმის შესავსებად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: http://hr.palitra.ge/vacancy/0x9541005056a2625311ec67c0ccec7dbe ან გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ.მისამართზე: vacancy@palitra.ge (Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება).

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 28 იანვარი.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |