www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სოციალური მედიის მენეჯერი
მომწოდებელი: ელიტ ელექტრონიქსი
გამოქვეყნდა: 5 იანვარი / განცხადების ვადა: 25 იანვარი

სს "ელიტ ელექტრონიქსი", საყოფაცხოვრებო ელექტრო ტექნიკის ყველაზე დიდი ქსელი საქართველოში, დაარსდა 1996 წელს. დღესდღეობით კომპანია საქართველოს მასშტაბით "ელიტ ელექტრონიქსის" 18 მაღაზიას მოიცავს.

სს "ელიტ ელექტრონიქსი" მომხმარებელს სთავაზოვს საუკეთესო ფასებს, ფართო და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს, მომსახურების მაღალ დონესა და ინდივიდუალურ მიდგომას თითოეულ მომხმარებელთან. კომპანია წარმოადგენს მსოფლიოში უმსხვილესი ბრენდის ექსკლუზიურ წარმომადგენლობას საქართველოში (Bosch, Gorenje).

სს "ელიტ ელექტრონიქსის" ერთ-ერთი პრიორიტეტია საკადრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევას და შემდგომში მათ პროფესიულ ზრდას და განვითარებას.

პოზიციის დასახელება: სოც. მედია მენეჯერი
ადგილმდებარეობა: სათაო ოფისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
შერჩევის ფორმა: ტესტირება, გასაუბრება

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის სოციალური მედიის მართვა და განვითარება (Facebook, YouTube, LinkedIn, Instagram)
** სოციალური მედია კამპანიის დაგეგმვა ბიზნეს და მარკეტინგული პრიორიტეტების მიხედვით
** კომპანიის ვებ-გვერდზე და სოციალურ ქსელში მომხმარებელთან კომუნიკაციის პროცესის მართვა და კონტროლი
** კონტენტ კალენდრის შექმნისა და კონტენტის გამოქვეყნების დაგეგმვა და მონიტორინგი, არსებული კამპანიების გათვალისწინებით
** სოციალური მედიის არხების სტატისტიკის წარმოება და რეპორტინგი; შესრულებული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ყოველკვირეული, ყოველთვიური ანგარიშების მომზადება
** სოციალური მედიის ანალიზი, ბრენდის პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება და მოგვარებაზე მუშაობა
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია მარკეტინგის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით)
** სოც. მედია მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (B2)
** კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა

მახასიათებლები, უნარები:

** შემოქმედებითი აზროვნება
** ანალიტიკური აზროვნება
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** პრობლემების გადაჭრის უნარი
** კომუნიკაბელურობა
** პუნქტუალურობა

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: jobsho@ee.ge. გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.

განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 25 იანვარი, 2022 წელი.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაითვალისწინეთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |