www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ლოჯისტიკის მენეჯერი
მომწოდებელი: MSF Group
გამოქვეყნდა: 5 იანვარი / განცხადების ვადა: 5 თებერვალი

საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანია "MSF Group"-ი აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე ფოთის ოფისში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მიღებული შეკვეთების დამუშავება და საუკეთესო საფასო შეთავაზებების ფორმირება;
** შეკვეთის ვადებზე მუდმივი მონიტორინგის განხორციელება;
** გადაზიდვების მარშრუტების მონიტორინგი და ტვირთის ადგილმდებარეობის შესახებ კლიენტების ინფორმირება;
** შეკვეთასთან დაკავშირებული დოკუმენტების მოწესრიგება;
** ახალი კონტრაქტორების მოძიება და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა;
** მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** პრობლემური სიტუაციის მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: სრული
** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი (10:00-19:00)
** ანაზღაურება: შეთანხმებით (გამოცდილების შესაბამისად)

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: a.chanturia@msf.ge.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |