www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: .NET დეველოპერი
მომწოდებელი: ალტა სოფთვეარი
გამოქვეყნდა: 5 იანვარი / განცხადების ვადა: 31 იანვარი

შპს "ალტა სოფთვეარი" აცხადებს ვაკანსიას .NET დეველოპერის პოზიციაზე.

შპს "ალტა სოფთვეარი" გთავაზობთ სტაბილურ, საინტერესო და თვითგანვითარებაზე ორიენტირებულ სამსახურს. "ალტა სოფთვეარი" ქმნის პროგრამულ უზრუნველყოფას ფინანსური ინსტიტუტებისათვის 1998 წლიდან. სესხების მართვის სისტემის დეველოფერის პოზიცია მოიაზრებს შპს "ალტა სოფთვეარის" პროგრამული უზრუნველყოფას - სესხების მართვის სისტემასთან (LMS) დაკავშირებული ამოცანების განხორციელებას, უშუალო პროგრამირებას, ურთიერთობას მხარდაჭერისა და ხარისხის უზრუნველყოფის განყოფილებასთან.

კომპეტენციის ფარგლები:

** დავალებული ამოცანების რეალიზება პროგრამულ უზრუნველყოფაში კომპანიის არსებული სტანდარტებისა და წესების მიხედვით;
** დავალებული ამოცანების დროულად რეალიზება;
** შემოსულ ხარვეზებსა და შეკითხვებზე შესაბამისი პასუხის გაცემა.

საჭირო კვალიფიკაცია:

** 3+ წლიანი მუშაობის (პროგრამირების) გამოცდილება C#, .NET, Windows Forms;
** MS SQL Server-ის, T-SQL-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** SOAP Web Service-თან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა მუშაობისათვის აუცილებელი ინფორმაციის მოძიებისა და გაგებისათვის საკმარის დონეზე.

აუცილებელი უნარები:

** ორგანიზებულობა, მოწესრიგებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კეთილსინდისიერება და კონფიდენციალურობის დაცვა;
** ინდივიდუალური და დამოუკიდებელი მუშაობა.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ CV შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@altasoft.ge 2022 წლის 31 იანვრამდე. ელექტრონული წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გასაუბრებაზე მოწვეული იქნებიან ჩვენ მიერ შერჩეული კანდიდატები. სასურველია, გასაუბრებაზე კანდიდატებმა წამოიღონ შექმნილი პროგრამების კოდები განსახილველად. გასაუბრების შემდეგ დაგიკავშირდებით, თუკი დადებითად გადაწყდება თქვენი სამსახურში აყვანის საკითხი.

კანდიდატი ამ განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე რეზიუმეს გაგზავნით აცხადებს თანხმობას, რომ მისი გადმოგზავნილი მონაცემები, მათ შორის "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული პერსონალური მონაცემები, დამუშავდეს და გადამოწმდეს პოზიციასთან მისი კვალიფიკაციის შესაბამისობის დადგენის მიზნით. გარდა ამისა, "ალტა სოფთვეარი" იტოვებს უფლებას, შეინახოს და დაამუშავოს აღნიშნული მონაცემები გადმოგზავნიდან ერთი წლის მანძილზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |