www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: ჰელიოს ენერჯი
გამოქვეყნდა: 6 იანვარი / განცხადების ვადა: 28 იანვარი

მზის ენერგიის კომპანია "ჰელიოს ენერჯი" აცხადებს ვაკანსიას პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.

მზის სადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრის ოდენობით ჰელიოს ენერჯი წარმოადგენს #1 მზის ენერგიის კომპანიას საქართველოში.

მეტ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ:
** ვებ-გვერდზე - https://helios.ge/
** Facebook-ზე - https://www.facebook.com/helios.energy.georgia
** YouTube-ზე - https://www.youtube.com/channel/UCy7nJi3ba98E_Y0MisUVvkw

ძირითადი მოვალეობები:

** მზის ელექტროსადგურის აშენებით დაინტერესებულ მომხმარებლებთან კომუნიკაცია სადგურის მახასიათებლების განსასაზღვრად;
** მომხმარებლების ლოკაციაზე ვიზიტი, მზის ელექტროსადგურის ოპტიმალური განთავსების მიზნებისთვის;
** მზის ელექტროსადგურების პროექტების დამუშავება პროფესიულ პროგრამაში (პროგრამაში მუშაობას შევასწავლით);
** პროექტების განსახორციელებლად საჭირო შესყიდვებში ჩართულობა;
** მის მიერ დაპროექტებული სადგურების მშენებლობის კოორდინაცია, მშენებლობის მენეჯერთან ერთად.

მოთხოვნები:

** ორგანიზებისა და მართვის უნარები (სასურველია გამოცდილება პროექტების მართვის კუთხით);
** ანალიტიკური აზროვნება და გადაწყვეტილებების მიგნების უნარები;
** მოწესრიგებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ინგლისური ენის კარგი ცოდნა (დამატებით გერმანულის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** საოფისე-სამომხმარებლო კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა;

უპირატესობა მიენიჭება ენერგეტიკული ან ელექტრო-საინჟინრო განათლების მქონე კანდიდატებს.

ვაკანსიით დაინტერესებულებმა უნდა გადმოაგზავნოთ CV ელ-ფოსტის მისამართზე guga@helios.ge და გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითოთ პროექტების მენეჯერი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |