www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: იოლი სუპერმარკეტი
გამოქვეყნდა: 6 იანვარი / განცხადების ვადა: 5 თებერვალი

მაღაზია "იოლი" აცხადებს კონკურსს მოლარე-კონსულტანტის ვაკანტურ პოზიციაზე.

სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კუკია, ნორიოს აღმართი 54ა
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი (ცვლაში მუშაობა)

ჩვენ გთავაზობთ:

** ხანმოკლე ანაზღაურებად სტაჟირებას;
** საბონუსე და მზარდ კომპენსაციის სისტემას;
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
** დაწინაურების და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** მეგობრულ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** პანდემიის პირობებში საქალაქო ტრანსპორტის შეზღუდვის შემთხვევაში ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას: დღის ცვლა 500 ლარი + საბონუსე სისტემა;

ფუნქცია-მოვალეობები:

** სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება;
** სალაროში არსებული ნაღდი ფულის კონტროლი;
** დარბაზის შესაბამის სექციაში პროდუქციის განთავსება მერჩენდაიზინგის წესების დაცვით, მისი მუდმივი კონტროლი და შევსება;
** პროდუქციის რეალიზაციამდე ხარისხის, ვადიანობის, ფასმაჩვენებლების სიზუსტის მუდმივი მონიტორინგი;
** მომხმარებლისთვის სექციაში განთავსებული პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა;
** კომპეტენციის ფარგლებში ობიექტის მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;

უნარები:

** მართვის და ორგანიზების უნარი;
** ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: vacanciesgnt@gmail.com. გთხოვთ "Subject"-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "მოლარე- კონსულტანტი". რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 5 თებერვალი. ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ სატელეფონო ნომერზე: 593 171 177

მაღაზია "იოლი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |