www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სერვისის მენეჯერი
მომწოდებელი: ტრანსპორტერი
გამოქვეყნდა: 6 იანვარი / განცხადების ვადა: 31 იანვარი

შპს "ტრანსპორტერი" წარმოადგენს BRP-ის (Can-AM ATV, Can-AM SSV, Can-Am Spyder, Sea-Doo, Ski-Doo, Lynx, Rotax, Evinrude), Kawasaki-ს, KYMCO-ს, AGV-ს, Husqvarna-ს, Gardena-ს, Volvo Penta-ს, Quicksilver-ს და ჯამში 90-ზე მეტი ბრენდის დისტრიბუტორს საქართველოში, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის კვადროციკლებს, თოვლმავლებს, ჰიდროციკლებს, ნავებს, კატერებს, იახტებს, მცურავი საშუალებების ძრავებს, მოტოციკლებს, ბაღის მოვლის ინვენტარსა და სამშენებლო სპეცტექნიკას, სკუტერებს, თოვლის სატკეპნ და სხვა სპეციალიზირებულ ტექნიკას და მათ აქსესუარებს, საბაგირო გზებს, ხელოვნური გათოვლიანების სისტემებს, ზიპ-ლაინებს, სათავგადასავლო პარკებს, სათხილამურო გზების უსაფრთხოების და კეთილმოწყობის აღჭურვილობას, საგარანტიო და გეგმიურ მომსახურებას, ორიგინალ სათადარიგო ნაწილებსა და საცხებ-საპოხ საშუალებებს.

შპს "ტრანსპორტერი" აცხადებს ვაკანსიას სერვისის მენეჯერის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური მიმართულებით);
** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (საავტომობილო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა (მეტყველება, კორესპონდენცია);
** MS Office - პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის სერვისის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** სერვისის დოკუმენტური ნაწილის (განაცხადები, ინვოისები და ა.შ.) წარმოება;
** მომსახურების პროცესის დაგეგმვა და მასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების გადაჭრა;
** მომხმარებლებთან ურთიერთობა;
** სერვისის ხარისხის სტანდარტების განვითარება და კონტროლი;
** სერვისისთვის საჭირო ინვენტარისა და სახარჯი მასალების მარაგების მართვა;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების (ტექნიკოსების) კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა;
** საგარანტიო შემთხვევების აღრიცხვა და შესაბამისი კომუნიკაცია მომწოდებლებთან;

პიროვნული თვისებები:

** გუნდის მართვის კარგი უნარები;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ინიციატივიანი;
** კომუნიკაციის კარგი უნარი;
** ორგანიზებულობა;

ჩვენ გთავაზობთ გახდეთ მომხმარებელზე, განვითარებაზე და ხარისხზე ორიენტირებული გუნდის წევრი, სადაც მოგეცემათ თქვენი საუკეთესო უნარების გამოყენების, განვითარების და ახალი ცოდნის/გამოცდილების მიღების შესაძლებლობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: vacancy@transporter.com.ge არაუგვიანეს 2022 წლის 31 იანვრისა. წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ სერვისის მენეჯერი წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება. დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |