www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სოციალური მედიის მენეჯერი
მომწოდებელი: ზოოსითი
გამოქვეყნდა: 6 იანვარი / განცხადების ვადა: 6 თებერვალი

ზოომაღაზიათა ქსელი "ზოოსითი" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:

** კომპანიის ციფრული მედიის სტრატეგიის შემუშავება;
** ციფრული არხებისთვის ყოველდღიური კონტენტის შექმნა და მართვა;
** ინტერნეტ სივრცეში სარეკლამო კამპანიების დაგეგმარება და მონიტორინგი;
** ვებგვერდის მართვა - ინფორმაციის განთავსების კონტროლი;
** ციფრული პროექტების კოორდინირება -სააგენტოებთან თანამშრომლობა;
** ყოველკვირეული/ყოველთვიური ანალიტიკა და რეპორტინგი;
** მარკეტინგის გუნდთან ერთად სხვადასხვა მარკეტინგულ აქტივობებში/ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება;
** ქოფირაითინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია მარკეტინგის მიმართულებით);
** ციფრული მედიის მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ქართული და ინგლისური ენების გამართულად ცოდნა;
** Facebook ads manager/Google analytics - საბაზისო დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მობილიზებულობა და საქმეზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ორგანიზებული და პუნქტუალური.

სამუშაო გრაფიკი სრული: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით (10.00-18.00);
ანაზღაურება: 1000-დან 1500 ლარამდე;

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე nini.bebia@zoocity.ge. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |