www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: ტრანსპორტერი
გამოქვეყნდა: 6 იანვარი / განცხადების ვადა: 31 იანვარი

შპს "ტრანსპორტერი" წარმოადგენს BRP-ის (Can-AM ATV, Can-AM SSV, Can-Am Spyder, Sea-Doo, Ski-Doo, Lynx, Rotax, Evinrude), Kawasaki-ს, KYMCO-ს, AGV-ს, Husqvarna-ს, Gardena-ს, Volvo Penta-ს, Quicksilver-ს და ჯამში 90-ზე მეტი ბრენდის დისტრიბუტორს საქართველოში, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის კვადროციკლებს, თოვლმავლებს, ჰიდროციკლებს, ნავებს, კატერებს, იახტებს, მცურავი საშუალებების ძრავებს, მოტოციკლებს, ბაღის მოვლის ინვენტარსა და სამშენებლო სპეცტექნიკას, სკუტერებს, თოვლის სატკეპნ და სხვა სპეციალიზირებულ ტექნიკას და მათ აქსესუარებს, საბაგირო გზებს, ხელოვნური გათოვლიანების სისტემებს, ზიპ-ლაინებს, სათავგადასავლო პარკებს, სათხილამურო გზების უსაფრთხოების და კეთილმოწყობის აღჭურვილობას, საგარანტიო და გეგმიურ მომსახურებას, ორიგინალ სათადარიგო ნაწილებსა და საცხებ-საპოხ საშუალებებს.

შპს "ტრანსპორტერი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** FMG პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (მეტყველება, კორესპონდენცია)

ძირითადი მოვალეობები:

** სალარო აპარატთან და საბანკო ტერმინალთან მუშაობა;
** სალაროს ბრუნვის წარმოება;
** ზედნადებებისა და საგადასახადო-ანგარიშფაქტურების გამოწერა;
** შესყიდული პროდუქციის დოკუმენტაციის შემოწმება/გატარება;
** სხვა პირველადი დოკუმენტაციის შექმნა;

პიროვნული თვისებები:

** სიზუსტე, ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე: ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით 10:00 საათიდან - 19:00 საათამდე. შაბათს 10:00 საათიდან - 17:00 საათამდე;
** ანაზღაურება - 800 ლარი ყველა გადასახადის ჩათვლით;
** კორპორატიული ნომერი;
** გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ, ჯანმრთელობის დაზღვევა;

ჩვენ გთავაზობთ გახდეთ მომხმარებელზე, განვითარებაზე და ხარისხზე ორიენტირებული გუნდის წევრი, სადაც მოგეცემათ თქვენი საუკეთესო უნარების გამოყენების, განვითარების და ახალი ცოდნის/გამოცდილების მიღების შესაძლებლობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: vacancy@transporter.com.ge არაუგვიანეს 2022 წლის 31 იანვრისა. წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ მოლარე-ოპერატორი, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება.

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |