www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სექციის მენეჯერი
მომწოდებელი: არომაპროდუქტი
გამოქვეყნდა: 6 იანვარი / განცხადების ვადა: 6 თებერვალი

კომპანია "არომაპროდუქტი/Georgia`s Natural" 2006 წლიდან ახორციელებს ორგანული პროდუქტის მოყვანა/შეგროვებას, გადამუშავება/წარმოებას და რეალიზაციას. ჩვენ ვმართავთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაშენებულ ორგანული ბაღებს ყვარელში, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი წარმოებას ყვარელსა და თბილისში, საერთაშორისო სადისტრიბუციო ქსელს და 2020 წლიდან საქართველოს ბაზარზე საცალო ვაჭრობას, თბილისის და ბათუმის დიდ სავაჭრო ცენტრებში წარმოდგენილი ორგანული ბარების სახით.

ჩვენი საექსპორტო ბაზარი, 40 ქვეყანას მოიცავს:აშშ, ევროკავშირის ქვეყნები, კანადა, ავსტრალია, იაპონია, ისრაელი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ტაივანი, სინგაპური, მალაიზია, ვიეტნამი, ლატვია, უკრაინა, სამხრეთ აფრიკა, და ა.შ.

კომპანიის მთავარი მიზანია საერთაშორისო ორგანულ ინდუსტრიაში იყოს ერთ-ერთი წამყვანი ორგანული პრემიუმ ხარისხის პროდუქტის მწარმოებელი გლობალური ბრენდი და აამაღლოს საქართველოს, როგორც მაღალი პოტენციალის მქონე ქვეყნის ცნობადობა საერთაშორისო ბაზარზე, ორგანული მებაღეობის, ველური შეგროვების და ორგანული წარმოების კუთხით.

დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ. გვერდზე https://georgiasnatural.com ან Facebook გვერდზე https://www.facebook.com/Georgias-Natural-331116897318064

არომაპროდუქტი/Georgia`s Natural ეძებს გუნდის ახალ წევრს ბრენდული ობიექტების სექციის მენეჯერის პოზიციაზე, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს მომსახურების სტანდარტების დაცვა და გაყიდვების ზრდა.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო საათები: 09:30-22:00 (2დღე მუშაობა 2 დღე დასვენება)
ანაზღაურება: 700-750
დასვენება: თვეში 15 დღე
ლოკაცია: საბურთალო, ვაკე, ისთ ფოინთი, დიდი დიღომი

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის ხარისხიანი მომსახურების და კონსულტაციის გაწევა;
** პროდუქციის მიღებისა და განლაგების უზრუნველყოფა დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
** პროდუქტისა და ფასმაჩვენებლის შესაბამისობის მუდმივი კონტროლი;
** დეგუსტაციის ჩატარება;
** პროდუქციის ფასმაჩვენებლის პროგრამულ ფასთან შესაბამისობაში მოყვანა;
** არსებული მარაგების კონტროლი/აღწერა;
** პროდუქციის რეალიზაციის უზრუნველყოფა;
** პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა და მომხმარებლისთვის პრეზენტაბელურად ინფორმაციის მიწოდება;
** სალაროს კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
** სალარო ოპერაციების ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა

უნარები:

** კომუნიკაბელურობა
** პრეზენტაციის უნარი
** პასუხისმგებლობიანი
** დეტალებზე ორიენტირებული
** მომხმარებელზე ორიენტირებული
** თვითგანვითარებაზე ორიენტირებული

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და მზად ხართ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელ.ფოსტაზე career@georgiasnatural.com და გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითეთ სექციის მენეჯერი.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული და განხილული იყოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |