www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ხარისხის მართვის სპეციალისტი
მომწოდებელი: არომაპროდუქტი
გამოქვეყნდა: 6 იანვარი / განცხადების ვადა: 6 თებერვალი

კომპანია "არომაპროდუქტი/Georgia`s Natural" 2006 წლიდან ახორციელებს ორგანული პროდუქტის მოყვანა/შეგროვებას, გადამუშავება/წარმოებას და რეალიზაციას. ჩვენ ვმართავთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაშენებულ ორგანული ბაღებს ყვარელში, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი წარმოებას ყვარელსა და თბილისში, საერთაშორისო სადისტრიბუციო ქსელს და 2020 წლიდან საქართველოს ბაზარზე საცალო ვაჭრობას, თბილისის და ბათუმის დიდ სავაჭრო ცენტრებში წარმოდგენილი ორგანული ბარების სახით.

ჩვენი საექსპორტო ბაზარი, 40 ქვეყანას მოიცავს:აშშ, ევროკავშირის ქვეყნები, კანადა, ავსტრალია, იაპონია, ისრაელი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ტაივანი, სინგაპური, მალაიზია, ვიეტნამი, ლატვია, უკრაინა, სამხრეთ აფრიკა, და ა.შ.

კომპანიის მთავარი მიზანია საერთაშორისო ორგანულ ინდუსტრიაში იყოს ერთ-ერთი წამყვანი ორგანული პრემიუმ ხარისხის პროდუქტის მწარმოებელი გლობალური ბრენდი და აამაღლოს საქართველოს, როგორც მაღალი პოტენციალის მქონე ქვეყნის ცნობადობა საერთაშორისო ბაზარზე, ორგანული მებაღეობის, ველური შეგროვების და ორგანული წარმოების კუთხით.

დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ. გვერდზე https://georgiasnatural.com ან Facebook გვერდზე https://www.facebook.com/Georgias-Natural-331116897318064

არომაპროდუქტი/Georgia`s Natural ეძებს გუნდის ახალ წევრს ხარისხის მართვის სპეციალისტის პოზიციაზე.

თუ თქვენ გაინტერესებთ მიიღოთ გამოცდილება ხარისხის მართვის მიმართულებით წარმოებაში ეს სამუშაო თქვენთვის არის.

სამუშაო ადგილი: თბილისი, გურამიშვილის გამზირი
ანაზღაურება: სწავლების პერიოდში 800 ლარი, სწავლების დასრულების შემდგომ 1500 ლარი

თქვენ შეისწავლით და უზრუნველყოფთ:

** წარმოებაში ხარისხის კონტროლის პროცესების მონიტორინგი;
** ორგანული ოპერაციების და ხარისხის მართვის სისტემის ფუნქციონირების მონიტორინგი;
** მონიტორინგის პროცესში აღმოჩენილი შეუსაბამობების/ხარვეზების შესახებ მაკორექტირებელი და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა და მათი დროული აღმოფხვრის უზრუნველყოფას;
** აღმოჩენილი დეფექტებისა და შეუსაბამობების მიზეზის განსაზღვრა-დადგენას.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, კვების ტექნოლოგიის ან სურსათის უვნებლობის მიმართულებით ;
** ინგლისური C1 დონეზე;
** საოფისე პროგრამების ცოდნა, MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;

უნარები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** პრეზენტაბელური და მოლაპარაკების წარმართვის უნარი
** თვითგანვითარებაზე მუდმივი ზრუნვა

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და მზად ხართ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელ.ფოსტაზე career@georgiasnatural.com და გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული და განხილული იყოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |