www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: ბუღალტერთა მომზადების ცენტრი
გამოქვეყნდა: 6 იანვარი / განცხადების ვადა: 2 თებერვალი

შპს "ბუღალტერთა მომზადების ცენტრი" სთავაზობს კურსის მომხმარებლებს 3 თვიან გადამზადებას ბუღალტრული აღრიცხვის ბასს სტანდარტების მიმართულებით.

ვაკანსია: ტრენერი
ადგილი: თელავი
სამუშაო საათები: კვირაში 6 დღე, დღეში 4 საათი.
ხელფასი: ფიქსირებული 1000 ლარი

შპს ბუღალტერთა მომზადების ცენტრის მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს: მომსახურების ხარისხი, ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა. კომპანია შეარჩევს 2 კანდიდატს და ბუღალტერიის ტრენინგების მიმართულებით ისინი გაივლიან სპეციალურ 1 თვიან გადამზადებას.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სატრენინგო მასალების მომზადება/შექმნა: პრეზენტაციები, აქტივობები, ჰენდაუთები და ჰენდბუქები;
** სატრენინგო მოდულების მუდმივ განახლებაზე ზრუნვა თანამედროვე მეთოდების გამოყენებით;
** ონლაინ სასწავლო კურსების მომზადებაში ჩართულობა;
** Soft/Hard Skills ტრენინგ მოდულების მომზადება და ჩატარება;
** ტესტირების ორგანიზება, ჩატარება და რეპორტის მომზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ბაკალავრი);
** ინგლისური ენის ცოდნა;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
** სასურველია ფინანსურ სექტორში მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება

პიროვნული თვისებები:

** გამართული მეტყველება;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ჯგუფის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: orisigeo@gmail.com. გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ტრენერი".

გაცნობებთ, რომ შპს ბუღალტერთა მომზადების ცენტრი ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |