www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დერმატოლოგი
მომწოდებელი: კლინიკა ადორი
გამოქვეყნდა: 6 იანვარი / განცხადების ვადა: 6 თებერვალი

დერმატოლოგიური კლინიკა "ადორი" აცხადებს ვაკანსიას დერმატოლოგის პოზიციაზე. კლინიკა "ადორი" 2017 წლიდან ფუნქციონირებს. ჩვენ ვმკურნალობთ აკნეს, როზაცეასა და დემოდეკოზს.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო, ანა კალანდაძის 5.
სამუშაო გრაფიკი: სრული.
ანაზღაურება: 1600-დან, კვალიფიკაციის შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა მოქმედი სახელმწიფო სერტიფიკატი ( შესაბამისი განათლების დამადასტურებელი მოწმობა).
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** პრეზენტაბელურობა
** საქმისადმი მაღალი პასუხისმგებლობა.

ძირითადი მოვალეობები:

** პაციენტის მიღება, ინტერვიურება, დიაგნოსტირება და ანამნეზის შეკრება;
** პაციენტების მონიტორინგი და ინფორმირებულობის უზრუნველყოფა კლინიკაში არსებული მკურნალობის სქემის შესახებ;
** კლინიკაში არსებული გაიდლაინების გათვალისწინებით, კლაფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა;
** მკურნალობის პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციების წარმოება და გაცემა;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელ. მისამართზე: adoridermatology01@gmail.com და "subject"-ის ველში მიუთითეთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განცხადება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |