www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დიასახლისი/მზარეული/კოორდინატორი
მომწოდებელი: Hypercubic Innovation Center
გამოქვეყნდა: 6 იანვარი / განცხადების ვადა: 6 თებერვალი

"Hypercubic innovation Center" - ეს არის შესაძლებლობა ყველასთვის, ვინც იზიარებს ჩვენს შეხედულებებს, მიიღოს უფასო განათლება (სტუდენტი მიიღებს ფულად სტიპენდიას), დასაქმდეს ჩვენი სპონსორების პროექტებში და შექმნას კარიერა მაღალ ტექნოლოგიებში.

ჩვენი მიზანია რომ ახალგაზრდა თაობამ წინ წაწიოს საქართველო მაღალ ტექნოლოგიებსა და მეცნიერებაში. ამისათვის ჩვენ შევქმენით გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ამ მიზნის განხორციელებას.

მოხარულები ვიქნებით, თუ ამ გზას ერთად გავივლით.

"Hypercubic innovation Center" აცხადებს ვაკანსიებს შემდგომ პოზიციებზე:

1. დიასახლისი

ძირითადი მოვალეობები:

** სველი წერტილების დალაგება/დასუფთავება;
** სამზარეულოს დალაგება/ჭურჭლის გარეცხვა;
** ობიექტის სველი წესით დალაგება/დასუფთავება;
** ობიექტის გარე ტერიტორიის ყოველდღიური დასუფთავება ნაგვისგან, მაგიდების დალაგება და კაპიტალური დალაგება/დასუფთავება თვეში ერთხელ;
** დასასუფთავებელი საშუალებების მარაგის კონტროლი და მარაგის ამოწურვის შემთხვევაში დროული ინფორმირება;
** სტუდენტების ოთახებში აგროვებული სარეცხის გარეცხვა.

ანაზღაურება: 300$
სამუშაო გრაფიკი: ყოველდღე კვირის გარდა.

2. მზარეული

ძირითადი მოვალეობები:

** მთელ კვირაზე მენიუს შედგენა(საუზმე, სადილი, ვახშამი) და შემდგომ კერძების მომზადება;
** მარაგის კონტროლი;
** კულინარიული პროდუქციის ვადებისა და ხარისხის კონტროლი.

ანაზღაურება: 350$
სამუშაო გრაფიკი: ყოველდღე კვირის გარდა.

3. კოორდინატორი

ძირითადი მოვალეობები:

** შესრულებული სამუშაოს ვადების და ხარისხის კონტროლი;
** პროექტის და სტუდენტების სწავლის პროცესების დეტალური ამოცანის მომზადება და კონტროლი ინიცირებიდან - დანერგვამდე;
** თანამშრომლების და სტუდენტების მოძიება და ინტერვიუს ჩატარება მოძიებულ ვაკანსიებთან, შემდგომ მათი კონტროლი;
** ახალი და განვითარებადი ტექნოლოგიების ტრენდების მონიტორინგი და სიახლეების ინიცირება.

უნარები და პროფესიული მოთხოვნები:

** ინგლისური ენა;
** პროექტის დეტალური ამოცანის საფუძველზე ტექნიკური დავალების შედგენა.

ანაზღაურება: 400$
სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო დღე.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელმისამართზე: jobs@hypercubic.io და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |