www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: თევზის ტექნოლოგი
მომწოდებელი: ოკეანე
გამოქვეყნდა: 6 იანვარი / განცხადების ვადა: 6 თებერვალი

ჰოლდინგური კომპანია "ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა, დღესდღეობით ნიკორა წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს ცამეტ შვილობილ კომპანიას, ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებით და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით, მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. "ნიკორა" არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში, რომლის პრიორიტეტებია: მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი.

"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებელია. ამჟამად ჰოლდინგში 8000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე www.nikora.ge.

შპს "ოკეანე" ქართულ ბაზარზე 2003 წელს გამოჩნდა და დღეს, ქვეყნის მასშტაბით, ერთ-ერთ მსხვილ წარმოებად მოიაზრება. ბრენდი მომხმარებელს თევზეულის ყველაზე მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს და ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.

ახალი სამუშაო წლის გამოწვევების დასაძლევად და კომპანიის ზოგადი წინსვლისთვის შპს "ოკეანე" აცხადებს ვაკანსიას თევზის ტექნოლოგის პოზიციაზე, საერთაშორისო ექსპერტ-კონსულტანტების ცოდნების და უნარების გასაზიარებლად.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** წარმოებაში ტექნოლოგიური ციკლის დაგეგმვა;
** ასორტიმენტის განვითარებაზე ზრუნვა: ახალი რეცეპტურების შემუშავება და ტექნოლოგიური პროცესების გაწერა;
** წარმოების პროცესისათვის საჭირო სასურსათო ნედლეულის განსაზღვრა, ხარისხის კონტროლი და წარმოებაში ჩაშვების უზრუნველყოფა;
** განახლებული ტექნოლოგიებისა და ახალი რეცეპტურების დანერგვისას, ასევე არსებული რეცეპტურების რედაქტირების შემთხვევაში თანამშრომლების გადამზადების უზრუნველყოფა;
** ახალი ტექნიკის და ტექნოლოგიის დანერგვის პროცესების მართვა და დაცვის მკაცრი კონტროლი;
** პროდუქციის ეტიკეტირების პროცესში უშუალო ჩართულობა შესაბამის სამსახურთან ერთად;
** პროდუქციის ლაბორატორიული კვლევის საჭიროების განსაზღვრა და ზედამხედველობა;
** როგორც ნედლეულის, ასევე შუალედური და მზა პროდუქციის ხარისხის მუდმივი კონტროლი;
** პროდუქციის შემადგენლობის შექმნისას სახელმწიფო სტანდარტების გათვალისწინება, მათი ცვლილებების მუდმივი მონიტორინგი და მოთხოვნების შესაბამისი პრინციპების წარმოებაში დანერგვა;
** პროდუქციის შემადგენლობის შექმნისას სახელმწიფო სტანდარტების გათვალისწინება, მათი ცვლილებების მუდმივი მონიტორინგი და მოთხოვნების შესაბამისი პრინციპების წარმოებაში დანერგვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება კვების ტექნოლოგიის მიმართულებით;
** თევზის ტექნოლოგად მუშაობის 3-5 წლიანი გამოცდილება;
** თევზის პროდუქტების გადამუშავების ტექნოლოგიისა და საწარმოო პროცესების ცოდნა;
** სურსათის უვნებლობის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** MS Office (Excel - კარგად, Word- კარგად);
** უცხო ენების ცოდნა: რუსული - B2 დონე, ინგლისური - სასურველია.

პიროვნული მახასიათებლები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდის მართვის უნარი.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: jobs@nikora.ge. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2022 წლის 6 თებერვალი.

თქვენს მიერ ზემოაღნიშნულ ელფოსტაზე გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. მონაცემების შენახვის ვადაა 1 წელი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |