www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: თბილისის სერვის ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: ფეი უნიქარდი
გამოქვეყნდა: 6 იანვარი / განცხადების ვადა: 6 თებერვალი

"ფეი უნიქარდი" აცხადებს ვაკანსიას თბილისის სერვის ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** "ფეი უნიქარდის" მომხმარებელთა მიღება და მათი მომსახურება;
** კომპანიის პროდუქტების შეთავაზება მომხმარებლისათვის;
** სალაროს კონტროლი;
** მომხმარებელთა მომსახურებისათვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოება;
** სხვადასხვა სახის ოპერაციების განხორციელება დადგენილი პროცედურების შესაბამისად;
** მომხმარებლებთან და/ან მათ მომსახურებასთან დაკავშირებით წამოჭრილი პრობლემების ოპერატიული და ეფექტური მოგვარება ან მათ მოსაგვარებლად უშუალო ხელმძღვანელის ჩართვა;
** კომპანიაში არსებული პროდუქტებისა და პროცედურების სრულყოფილი ცოდნა და დაცვა;
** დოკუმენტაციის მომზადება/მოწესრიგება, დაარქივება;
** ყოველდღიური ანგარიშების წარმოება - უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესაბამისად;
** დადგენილი ვადების, შიდა პოლიტიკის, კომპანიის მოთხოვნების განუხრელად დაცვა.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია გავლილი ჰქონდეს ტრენინგი სერვის პლუსში;
** 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მომხმარებლებთან ურთიერთობის სფეროში;
** გამოცდილება გაყიდვების კუთხით;
** ქართული სრულყოფილად, სასურველია ინგლისურის და რუსული ენების ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** გამართული მეტყველება, დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** სისხარტე, ოპერატიულობა, პასუხისმგებლიანობა;
** თავაზიანობა, დელიკატურობა;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** კონფიდენციალურობის დაცვა;
** პუნქტუალურობა, მოწესრიგებულობა.

გთხოვთ თქვენი რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ ელფოსტაზე: hr@unicard.ge. "subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - სერვის ცენტრის ოპერატორი.

კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს https://www.payunicard.ge/

გისურვებთ წარმატებას!

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "ფეი უნიქარდისთვის" ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტში მოცემული მონაცემებით (შემდგომშ "კანდიდატის პერსონალური მონეცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს უნივერსალ ქარდ კორპორეიშენმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.
თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს ფეი უნიქარდმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: ტელეფონის ნომერზე: (+995) 32 2 555-222.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს ფეი უნიქარდისთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაეცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს ფეი უნიქარდში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც შპს ფეი უნიქარდში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |