www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: HR ასისტენტი
მომწოდებელი: ავტოტექნო
გამოქვეყნდა: 6 იანვარი / განცხადების ვადა: 6 თებერვალი

ჩემო მომავალო კოლეგავ,

გეძებ მთელი გულით, რათა ყველაფერი გასწავლო რაც ვიცი, ყველაფერი მასწავლო რაც იცი და ერთად ვისწავლოთ, რაც ჯერ არ ვიცით.

რეზიუმეს გამოგზავნის დროს არ დაგავიწყეს მოტივაცია, შენი საქმის, პროფესიის, მომავალი თანამშრომლების და თითოეული კანდიდატის სიყვარული.

ხელფასი? ძალიან ბევრი არა, 800 ლარი, მაგრამ ერთად მეტსაც შევძლებთ.

იმედი მაქვს, რუსთავი და მანძილი არ გაშინებს (მერწმუნე, ძალიან საყვარელი ქალაქი ყოფილა).

იცი? ზაფხულშიც ვეძებდი ზუსტად ასეთი მონდომებით და მოტივაციით მეგობარი კომპანიის ფარგლებში და ოქროს გოგონა აღმოვაჩინე. პირობას ვასრულებ, მუდმივად ზრდის პროცესში ვართ (თუ გინდა დაგეხმარები დაკონტაქტებაში, თვითონ უკეთ დაადასტურებს☺).

გელოდები საინტერესო თავგადასავლისთვის: hr@autotechno.ge

თუკი ერთმანეთს ვერ შევხვდით, გისურვებ ისეთ პროფესიულ ზრდას, რომ მალე მე გამოგიგზავნო რეზიუმე შენი ასისტენტობის ვაკანსიაზე!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |