www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინჟინერ-ტექნიკოსი
მომწოდებელი: მაგთიკომი
გამოქვეყნდა: 6 იანვარი / განცხადების ვადა: 15 თებერვალი

შპს "მაგთიკომის" ფიქსირებული ქსელის საოპერაციო მიმართულების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას ინჟინერ-ტექნიკოსის პოზიციაზე შემდეგ ქალაქებში: თბილისი, ბათუმი, ზუგდიდი, მარნეული, ბოლნისი, ყვარელი, გორი.

მოთხოვნები:

** ქართული ენის თავისუფლად ფლობა (სასურველია რუსული და ინგლისური ენის ცოდნა);
** სასურველია უმაღლესი ტექნიკური განათლება (სასურველია IT მიმართულებით) ან/და პროფესიული განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ოპერაციული სისტემების საბაზისო ცოდნა;
** ქსელის მონტაჟისა და ქსელური მოწყობილობების კონფიგურაციის ცოდნა;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** ახალი ინფორმაციის ადვილად ათვისების უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** აუცილებელია ჰქონდეს მართვის მოწმობა (B ან C კატეგორია) და საკუთარი ავტომობილი.

მოვალეობები:

** უკაბელო ქსელის (WI-FI) კონფიგურაცია და ინსტალაცია;
** დრაივერებისა და გამოყენებითი პროგრამების ინსტალაცია;
** პერიფერიული მოწყობილობების ინსტალაცია;
** დაზიანებული ტექნიკის დიაგნოსტიკა;

მონაცემები ფოტოსურათით (CV) გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vakansia@magticom.ge ა.წ. 15 თებერვლის ჩათვლით. "Subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება და ქალაქი. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |