www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ხარჯთაღმრიცხველი
მომწოდებელი: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
გამოქვეყნდა: 6 იანვარი / განცხადების ვადა: 21 იანვარი

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წამყვანი კომპანიაა საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით თბილისისა და მისი შემოგარენის უზრუნველყოფა. კომპანია აცხადებს ვაკანსიას ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კონტაქტი ფინანსურ და ანალიტიკურ ჯგუფთან (ინფორმაციის და ჩამოწერილი მასალების მოძიება).
** კონტაქტი უშუალოდ სამშენებლო ჯგუფთან (სამშენებლო პროცესის დეტალურად გამოკითხვა).
** დასრულებულ წყალსადენ-წყალარინების პროექტებზე ფორმა ორების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სტუდენტი ან ბაკალავრის ხარისხი სამშენებლო/საინჟინრო მიმართულებით, უპირატესობა მიენიჭება წყალმომარაგება-წყალარინების მიმართულების სტუდენტებს/კურსდამთავრებულებს;
** სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის ცოდნა;
** ფორმა 2-ების მომზადების ცოდნა;
** სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების ცოდნა;
** ქართული ენის სრულყოფილად ფლობა; სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@gwp.ge არაუგვიანეს 2022 წლის 21 იანვრისა. გთხოვთ, საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |