www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების ანალიტიკოსი
მომწოდებელი: არომაპროდუქტი
გამოქვეყნდა: 6 იანვარი / განცხადების ვადა: 6 თებერვალი

კომპანია "არომაპროდუქტი/Georgia`s Natural" 2006 წლიდან ახორციელებს ორგანული პროდუქტის მოყვანა/შეგროვებას, გადამუშავება/წარმოებას და რეალიზაციას. ჩვენ ვმართავთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაშენებულ ორგანული ბაღებს ყვარელში, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი წარმოებას ყვარელსა და თბილისში, საერთაშორისო სადისტრიბუციო ქსელს და 2020 წლიდან საქართველოს ბაზარზე საცალო ვაჭრობას, თბილისის და ბათუმის დიდ სავაჭრო ცენტრებში წარმოდგენილი ორგანული ბარების სახით.

ჩვენი საექსპორტო ბაზარი, 40 ქვეყანას მოიცავს:აშშ, ევროკავშირის ქვეყნები, კანადა, ავსტრალია, იაპონია, ისრაელი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ტაივანი, სინგაპური, მალაიზია, ვიეტნამი, ლატვია, უკრაინა, სამხრეთ აფრიკა, და ა.შ.

კომპანიის მთავარი მიზანია საერთაშორისო ორგანულ ინდუსტრიაში იყოს ერთ-ერთი წამყვანი ორგანული პრემიუმ ხარისხის პროდუქტის მწარმოებელი გლობალური ბრენდი და აამაღლოს საქართველოს, როგორც მაღალი პოტენციალის მქონე ქვეყნის ცნობადობა საერთაშორისო ბაზარზე, ორგანული მებაღეობის, ველური შეგროვების და ორგანული წარმოების კუთხით.

დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ. გვერდზე https://georgiasnatural.com ან Facebook გვერდზე https://www.facebook.com/Georgias-Natural-331116897318064

არომაპროდუქტი/Georgia`s Natural ეძებს გუნდის ახალ წევრს ადგილობრივი გაყიდვების დეპარტამენტში გაყიდვების ანალიტიკოსის პოზიციაზე, რომელიც უზრუნველყოფს გაყიდვების ზრდას და მომსახურების/სერვისის გაუმჯობესებას.

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი
სამუშაო საათები: 09:30-18:30სთ
დასვენება: შაბათი კვირა

ფუნქცია-მოვალეობები:

** გაყიდვების ანალიზი;
** სტატისტიკური და ანალიტიკური ბაზის შექმნა და მუდმივი განახლება;
** რეგულარული ანგარიშების მომზადება;
** გაყიდვების მაჩვენებლების დაგეგმვა და ანალიზი;
** ნაშთების კონტროლი და ანალიზი;
** ხელფასების და ბონუსების კალკულაცია;
** ბაზრის კვლევა, ფასწარმოქმნაში მონაწილეობის მიღება;
** აქციების და მარკეტინგული აქტივობების ეფექტურობის შეფასება;
** პერიოდული ინვენტარიზაციის წარმოება;
** ინიციატივების, წამახალისებელი პროგრამების და ღონისძიებებს ანალიზი, მათი ეფექტურობის შეფასების მიზნით. შესაბამისი პრეზენტაციების მომზადება;
** პროექტების მართვა/მონაწილეობის მიღება;
** ყოველდღიური და ყოველთვიური რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა, MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა B2 დონეზე;

უნარები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** პრეზენტაბელური
** მოლაპარაკების წარმართვის უნარი
** ორგანიზებული
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** თვითგანვითარებაზე ორიენტირებული

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და მზად ხართ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელ.ფოსტაზე career@georgiasnatural.com და გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული და განხილული იყოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |