www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გრაფიკული დიზაინერი
მომწოდებელი: ტრანსპორტერი
გამოქვეყნდა: 6 იანვარი / განცხადების ვადა: 31 იანვარი

შპს "ტრანსპორტერი" წარმოადგენს BRP-ის (Can-AM ATV, Can-AM SSV, Can-Am Spyder, Sea-Doo, Ski-Doo, Lynx, Rotax, Evinrude), Kawasaki-ს, KYMCO-ს, AGV-ს, Husqvarna-ს, Gardena-ს, Volvo Penta-ს, Quicksilver-ს და ჯამში 90-ზე მეტი ბრენდის დისტრიბუტორს საქართველოში, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის კვადროციკლებს, თოვლმავლებს, ჰიდროციკლებს, ნავებს, კატერებს, იახტებს, მცურავი საშუალებების ძრავებს, მოტოციკლებს, ბაღის მოვლის ინვენტარსა და სამშენებლო სპეცტექნიკას, სკუტერებს, თოვლის სატკეპნ და სხვა სპეციალიზირებულ ტექნიკას და მათ აქსესუარებს, საბაგირო გზებს, ხელოვნური გათოვლიანების სისტემებს, ზიპ-ლაინებს, სათავგადასავლო პარკებს, სათხილამურო გზების უსაფრთხოების და კეთილმოწყობის აღჭურვილობას, საგარანტიო და გეგმიურ მომსახურებას, ორიგინალ სათადარიგო ნაწილებსა და საცხებ-საპოხ საშუალებებს.

შპს "ტრანსპორტერი" აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** გრაფიკული პროგრამების პროფესიულ დონეზე ცოდნა (Adobe Illustrator; Adobe Photoshop, Adobe Indesign);
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

ძირითადი მოვალეობები:

** მარკეტინგული აქტივობების, პროექტებისა და კამპანიებისთვის ვიზუალური მასალების შემუშავება;
** სოციალური მედიის არხებისთვის ყოველდღიური ვიზუალების შემუშავება;
** სტამბებისა და სარეკლამო კომპანიებისთვის საბეჭდი მასალების მომზადება.

პიროვნული თვისებები:

** შემოქმედებითი, კრეატიული ხედვა და სხარტი აზროვნება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მოტივირებულობა და ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

განიხილება როგორც ოფისში ასევე დისტანციურად მომუშავე თანამშრომელი.

ჩვენ გთავაზობთ გახდეთ მომხმარებელზე, განვითარებაზე და ხარისხზე ორიენტირებული გუნდის წევრი, სადაც მოგეცემათ თქვენი საუკეთესო უნარების გამოყენების, განვითარების და ახალი ცოდნის/გამოცდილების მიღების შესაძლებლობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე და რამდენიმე ნამუშევარი (ე.წ. პორტფოლიო) ელ. ფოსტაზე: vacancy@transporter.com.ge არაუგვიანეს 2022 წლის 31 იანვრისა. წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ გრაფიკული დიზაინერი წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება.

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |