www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დამხმარე მზარეული
მომწოდებელი: 8000 მოსავალი
გამოქვეყნდა: 6 იანვარი / განცხადების ვადა: 6 თებერვალი

ღვინის მაღაზია/ბარი "8000 მოსავალი" აცხადებს ვაკანსიას დამხმარე მზარეულის პოზიციაზე, ცინცაძის ფილიალში, თბილისში.

ვინ ვართ ჩვენ:

"8000 მოსავალი" არის ქართული ღვინის მაღაზია/ბარი, სადაც ყველა ღვინო შერჩეულია დამოუკიდებელი კომისიის მიერ ფარული დეგუსტაციის წესით. დღეს მაღაზიაში გვაქვს 1000-მდე რჩეული ღვინო.
ჩვენს ბარში ღვინის შეძენა მაღაზიის თაროს ფასადაა შესაძლებელი და სტუმრებს ვუმასპინძლდებით მხოლოდ ცივი, ღვინოსთან მისაყოლებელი ხემსით.

ვატარებთ ბევრ ღონისძიებას, რათა გავზარდოთ ცოდნა ღვინის შესახებ და შევქმნათ ღვინის სმის მართებული კულტურა. ჩვენი მისიაა რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავასინჯოთ და შევაყვაროთ კარგი ქართული ღვინო. ამ ეტაპზე გვაქვს 3 მაღაზია/ბარი და ონლაინ მაღაზია.

რას მიიღებთ ჩვენგან:

1. გუნდთან ერთად მუშაობას, რომელიც გაერთიანებულია ერთი იდეის გარშემო
2. ბევრი ღვინის გასინჯვას და ცოდნას ღვინოზე
3. ჯანმრთელობის დაზღვევის თანადაფინანსებას
4. "ფიტპასის" აბონემენტს შეღავათიან ფასში

ძირითადი მოვალეობები:

1. შეკვეთის მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება
2. ტექნოლოგიური სტანდარტების და კალკულაციის დაცვა
3. სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა
4. სამუშაო დღის დასასრულისას სამზარეულოს ინვენტარის მოწესრიგება და დასუფთავება

მოთხოვნები:

1. პუნქტუალურობა
2. ინტენსიურ პირობებში მუშაობის უნარი
3. შრომისმოყვარეობა
4. გუნდური მუშაობის უნარი
5. პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
6. ასაკი: 18-30

გამოცდილება სასურველია, მაგრამ არა აუცილებელი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ. ფოსტაზე: vacancy@8000vintages.ge, სათაურის ველში მიუთითეთ "მზარეულის დამხმარე" ან დაგვიკავშირდით: 598 90 96 94



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |