www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სასურსათო პროდუქციის შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ჯიბე cash & carry
გამოქვეყნდა: 6 იანვარი / განცხადების ვადა: 6 თებერვალი

კომპანია "ჯიბე Cash & Carry" აცხადებს ვაკანსიას სასურსათო პროდუქციის (ბაკალეა, ტკბილეული) შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

"ჯიბე Cash & Carry" არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00, შაბათი, 10:00-14:00
ანაზღაურება: საწყისი- 1000 ლარი (ზრდის პერსპექტივით)
შენიშვნა: კანდიდატს მოუწევს ხშირი მივლინებები საქართველოს მასშტაბით

ფუნქცია-მოვალეობები:

** დადგენილი გრაფიკის მიხედვით შეკვეთების განხორციელება;
** დადგენილი გრაფიკის მიხედვით მომწოდებლებისათვის შეკვეთების დროულად და ზუსტად მიწოდება;
** მომწოდებელსა და მიმღებს შორის, ზუსტი და ოპერატიული დოკუმენტთბრუნვის უზრუნველყოფა;
** ცენტრალური და მაღაზიის საწყობიდან პროდუქციის მიღებასთან დაკავშირებული ყოველდღიური შეტყობინებების ანალიზი და მასზე მყისიერი რეაგირება;
** ცენტრალურ და მაღაზიის საწყობთან მუდმივი კომუნიკაცია, ნაშთების და პროდუქციის მიღების გრაფიკის ცვლილების თაობაზე;
** სასაქონლო მარაგების ანალიზი: ჭარბი ნაშთებისა და დეფიციტის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება, კომპანიაში არსებული წესების დაცვით;
** შეკვეთების პროგრამული ასახვის უზრუნველყოფა;
** უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით, სამუშაო პროცესთან დაკავშირებული, მიმდინარე ამოცანების და პრობლემების ანალიზი და გადაჭრის გზების დასახვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია სასურსათო პროდუქციის სფეროში მუშაობის გამოცდილება (მაღაზიაში მენეჯერის, ადმინისტრატორის, შესყიდვების მენეჯერის, კატეგორიის მენეჯერის ასისტენტის პოზიციებზე);
** აუცილებელია კომპიუტერული საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით ექსელის ცოდნა;
** კანდიდატისთვის უპირატესობად ჩაითვლება პროგრამა "აპექსის" ცოდნა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, მისამართზე: HR@jibe.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |