www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გამყიდველ-კონსულტანტი
მომწოდებელი: ზოოსითი
გამოქვეყნდა: 6 იანვარი / განცხადების ვადა: 6 თებერვალი

ზოომაღაზიათა ქსელი "ზოოსითი" აცხადებს ვაკანსიას გამყიდველ-კონსულტანტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლის საჭიროებისა და ინტერესების მიხედვით შესაბამისი მომსახურების გაწევა;
** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
** მომხმარებელთან კომუნიკაცია, პროდუქციის შეთავაზება, აგრეთვე მაღაზიაში არსებული პროდუქციის შესახებ სიახლეების გაცნობა;
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის განლაგების და ასორტიმენტის კონტროლი სხვადასხვა მახასიათებლების მიხედვით (ვადების შემოწმება, გაყიდული პროდუქციის შემდგომ თაროების შევსება/მოწესრიგება);
** მაღაზიაში წესრიგის, სისუფთავის და კეთილგანწყობილი გარემოს უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უცხო ენების ცოდნა: ინგლისური, რუსული (ელემენტარულ დონე);
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სავალდებულოა);
** ვეტერინარული განათლება და ზოომაღაზიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება
უპირატესობად;
** უმაღლესი განათლება (სასურველია).

აუცილებელი უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მოწესრიგებული;
** ენერგიული და ორგანიზებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
მინიმალური ანაზღაურება: 500 ლარი ზრდის პერსპექტივით
სამუშაო საათები: 10:00-19:00 ან 11:00-20:00
სამუშაო დღეების რაოდენობა: 6 დღე

კომპანიაში მუშაობის დაწყება ხდება ერთ თვიანი ტრენინგის გავლის შემდეგ.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე nini.bebia@zoocity.ge. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |